Aa Aa
10 ივლისი 2023  |  09:30

ბევრს ამ რეპლიკის $20-მილიონიანი Ferrari-სგან გარჩევა უჭირს

იმდენად კარგი რეპლიკაა, რომ ბევრი განსხვავებას ვერ ამჩნევს.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამ ორი Ferrari 250 California Spyder-დან ერთ-ერთი ყალბია.

მათგან ერთი 1998 წლის BMW Z3-ია, რომელიც $20-მილიონიან Ferrari-ს დაამსგავსეს.

ეს ერთ-ერთი საუკეთესო რეპლიკაა, რაც როდისმე გვინახავს, თუმცა, რამდენიმე დეტალზე დაკვირვებით, მისი გამორჩევა მაინც შესაძლებელია.

რეპლიკა Ferrari-ს ლეგენდარულ Rosso Corsa წითელშია. მისი ამჟამინდელი მფლობელის, ტომ ჰილის თქმით, იმავე ფორმის და ზომისაა, როგორც ორიგინალი.

თუმცა, ბევრად უფრო ძლიერია. ორიგინალ Spyder-ს 280 ცხენის ძალა აქვს. ჰილის რეპლიკას კი - 500.

ავტომობილის ინტერიერიც მაქსიმალურად მიმსგავსებულია.

„რეპლიკას კონდიციონერი, ელექტრო დეტალები და უფრო დიდი კარი აქვს“, - ამბობს ჰილი.

თუ რეპლიკა ახლოდან კარგად დააკვირდებით, რამდენიმე დეტალია, რაც მის სიყალბეზე მეტყველებს.

საქარე მინას დახრის განსხვავებული კუთხე აქვს. განსხვავებაა თვლებშიც. სალონში კი ციფრული ოდომეტრი და BMW-ს ღვედებია.

ამჟამად ეს რეპლიკა აუქციონზე იყიდება და მისი ფასი $210,000-ზეა ასული.

გაზიარება: