Aa Aa
3 ივლისი 2023  |  16:19

ეს განადგურებული, 1954 წლის Ferrari 500 Mondial Spider-ი 2 მილიონი ღირს

მანქანას უმდიდრესი სარბოლო წარსული და კოლექციონერებში დიდი სასურველობა აქვს.

სურათზე თქვენ Pinin Farina-ს 1954 წლის Ferrari 500 Mondial Spider Series I-ს ხედავთ, რომელიც 13 გამოშვებული ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. ის 13-დან მეორე ავტომობილია, რომელმაც იმ პერიოდის სარბოლო წარმატება იგემა. სწორედ ამიტომ ამ ავტომობილის (დიახ, რთულია მას ავტომობილი ვუწოდოთ, მაგრამ მაინც...) ღირებულება 2 მილიონი დოლარის მიდამოებშია. დიახ, ეს ალბათ ყველაზე ძვირადღირებული „ჯართია“, რაც ოდესმე გინახავთ.

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ფარდულში მიტოვებული კოლექციის შესახებ მოგიყევით, რომელიც Ferrari-ის ლეგენდარული მოდელებით იყო სავსე. ეს მანქანაც ზუსტად იმ კოლექციიდან გახლავთ. 



საქმე იმაშია, რომ ამ ავტომობილის ღირებულებას მისი იშვიათობა და წარმომავლობა განსაზღვრავს. მდგომარეობას არც კი შეფასებით. იშვიათობის გარდა, ამ Ferrari-ის დიდი ისტორიაც აქვს. ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ამ ავტომობილით Ferrari-ის ქარხნის პილოტი, ფრანკო კორტესე იღებდა რბოლებში მონაწილეობას.

ის მნიშვნელოვანი პიროვნებაა. ეს არის ადამიანი, რომელმაც 1947 წლის Rome Grand Prix-ზე Ferrari 125 S-ით გაიმარჯვა. ეს ბრენდის პირველი მანქანა და პირველი გამარჯვება იყო. ამ პილოტმა ჩვენი დღევანდელი გმირის საჭეც მოირგო და 1954 წლის Mille Miglia-ზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ამას იმავე წლის Imola Grand Prix-ზე მერვე ადგილიც დაემატა. 



ზუსტად ეს Ferrari 1960-იან წლებში Targa Florio-ზე დაიმტვრა. ორიგინალი ძრავა, გადაცემათა კოლოფი და უკანა ღერძი იმავე ეპოქის სხვა Mondial-დან გადმოიტანეს. ღირებულებაში ჩამოთვლილი დეტალებიც შედის.

სწორედ ესაა ის მიზეზები, რატომაც ამდენად დაზიანებული Mondia-ი ასეთ მაღალ ფასად არის შეფასებული.

გაზიარება: