Aa Aa
10 მაისი 2020  |  10:22

Hyundai Santa Cruz: ბრენდის პირველი პიკაპის ფარული სურათები გამოჩნდა

სატესტო პროტოტიპების ფარულად გადაღებული სურათები საკმაოდ ხშირი მოვლენაა, მაგრამ მომავალი ავტომობილის ცარიელი ძარა?! ასეთი კადრები ძალზე იშვიათად გვხვდება. ნამდვილად ფარულად გადაღებულია, თუ ბრენდის PR დეპარტამენტის სპეციალურად შემუშავებული კამპანიის ნაწილია ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ Santa Cruz-ის ძარა კომუფლიაჟის გარეშე პირველად ვიხილეთ.

 

Hyundai-ის პიკაპის სილუეტის პირველი სურათი „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა. ფორკლიფტზე განთავსებული ძარის სურათი იდეალური არაა, მაგრამ ზოგადი დიზაინის და ფორმების გარკვევა შესაძლებელია. დასაწყისში დართული 3D რენდერის ეგზემპლარი წარმოებაში ჩასაშვებ ვერსიასთან ყველაზე მიახლოებულია.

Santa Fe-ს ბაზაზე აწყობილი Santa Cruz-ის წარმოებაში ჩაშვება 2021 წელს არის მოსალოდნელი და სავარაუდო ფასი $25,000-ს შეადგენს. ეს პიკაპი მძიმე ტვირთების გადაზიდვებისთვის არ არის გათვლილი. მისი უახლოესი კონკურენტი Honda Ridgeline-ი გახლავთ, მაგრამ მოსალოდნელია, რომ Ford Ranger, Chevy Colorado და Toyota Tacoma ასევე მისი კონკურენტები გახდება, გააჩნია, Hyundai რას შემოგვთავაზებს.

გაზიარება: