Aa Aa
2 სექტემბერი 2023  |  16:49

ფილმის პრემიერა, სახელად „Ferrari“, ახლოვდება!

მაიკლ მანის ახალი ფილმი - „Ferrari“ - 1950-იანი წლების ველურ ავტოსპორტზე იქნება.

მაიკლ მანის „Ferrari-ში“ ადამ დრაივერი ენცო ფერარის როლს, ხოლო პენელოპე კრუზი ლაურა ფერარის როლს შეასრულებს. ფილმის „თრეილერი“ ახლახან გასაჯაროვდა. დრამატული მონტაჟი ფილმების მოყვარულებს და ავტომობილის ენთუზიასტებს „Ferrari-ის“ ნახვის დიდ სურვილს გაუჩენს!

„თრეილერში“ ფილმის ხასიათი ჩანს. მოკლე შინაარსით ვიგებთ, რომ ფილმის ფოკუსი 1957 წელზე იქნება მიმართული. ეს ის პერიოდია, როდესაც Ferrari-ის ბრენდს გაკოტრება ემუქრებოდა.

ამ ყველაფერს „კომენდატორეს" რთული პირადი ცხოვრება და ტრაგედია ემატებოდა. წყვილმა ვაჟი, სახელად დინო, დაკარგა.

მიუხედავად ყველაფრისა, კომპანიამ ასპარეზობა იმ პერიოდისთვის ყველაზე სახელგანთქმულ - Mille Miglia-ს საგზაო რბოლაში გადაწყვიტა. ფილმი „ენცო ფერარი - ადამიანი და მანქანის“ წიგნზეა დაფუძნებული. ამ უკანასკნელის ავტორი ბროკ იეტსი გახლდათ.

Ferrari-ის დებიუტი ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება. მისი აფიშები კი კინოთეატრებს 25 დეკემბრიდან დაამშვენებს.

გაზიარება: