Aa Aa
12 მაისი 2020  |  15:56

2022 წლის Mercedes SL-ის ახალი რენდერი და ფარული კადრები

წლის ბოლომდე დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება.

უკანასკნელი Mercedes SL უკვე 8 წლის არის. GT კლასის პირველმა მოდელმა შტუტგარტის ქარხანა 1954 წელს დატოვა და მე-6 თაობის R231 მოდელისთვის 8 წელი დიდი პერიოდა არაა, თუმცა „მერსედესი“ უკვე მის ჩანაცვლებას გეგმავს. სრულიად ახალი SL-ის გამოშვება საინტერესო გადაწყვეტილებაა, იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაშიც კი მისი გაყიდვები ბრენდის ჭრილში საიმედო არაა.

შარშან ინტერნეტში „მერსედესის“ ახალი მოდელის, დამოკლებული E-Class-ის სურათები გავრცელდა და წელს საბოლოო ვერსიის პროტოტიპი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა და როგორც ყველა სატესტო ნიმუში, კომუფლიაჟით იყო დაფარული.

სტატიის დასაწყისში დართული ფოტო შესაძლო SL-ის 3D რენდერია, რომელიც E-კლასის სატესტო ნიმუშის ბაზაზე აიწყო. ამაზე კაბრიოლეტის რბილი სახურავი მეტყველებს, რომელსაც „მერსედესი“ SL-ს დაუბრუნებს. ასევე გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ახალ SL-ს 2+2 განლაგების სავარძლები ენქება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან მსხდომი მგზავრები არნახულ დისკომფორტს შეიგრნობენ, თუ უკან დაჯდომას ოდესმე გადაწყვეტენ. შემდეგი SL მხოლოდ კაბრიოლეტის ვერსიაში იქნება.

რაც შეეხება ძალოვან აგრეგატს, AMG-ს ხელმძღვანელი ტობიას მოერსი აცხადებს, რომ შემდეგ SL-ს უფრო სპორტული ხასიათი ექნება და ყველაზე მძლავრი ჰიბრიდული მოდელი იქნება, რომლის ჯამური ცხენის ძალის მაჩვენებელი 800-ს გაცდება.

სრულიად ახალი Mercedes SL-ის დებიუტი შემდეგ წელს არის მოსალოდნელი, რადგან 2022 წლის მოდელზეა საუბარი, ამიტომ მომავალში SL-ის პროტორიპის ფარული წურათების გავრცელება გარდაუვალია.

გაზიარება: