Aa Aa
15 მაისი 2020  |  13:12

2021 Porsche 911 Targa-ს ვიდეო 18 მაისის დებიუტამდე გავრცელდა

კორონავირუსის პანდემიის გამო, „პორშეს“ მოდელის წარდგენის გადადება 2-ჯერ მოუწია.

ახალი Porsche 911 (992)-ის მოდელების ჩამონათვალი ნელ-ნელა იზრდება და ამ სიას ახლო მომავალში რეტრო სტილის მქონე Targa დაემატება. პროტორიპები პაპარაცების ობიექტივში არაერთხელ მოხვედრილა და შესაბამისად, ავტომობილის გარეგნობა და დიზაინის ელემენტები უმეტესობისთვის ნაცნობია და ამით ვერავის გააკვირვებთ. თუმცა ყველანაირი კომუფლიაჟის და ზედმეტი ფირების გარეშე, რომელიც მოდელის ყველაზე საინტერესო ასპექტებს მალავს, ავტომობილის ნახვა ყოველთვის დიდი სიამოვნებაა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ავტომობილის წარდგენა უკვე ორ-ჯერ გადაწიეს. თავდაპირველად 911 Targa-ს წარდგენა პეკინის ავტო შოუზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ის სექტემბრამდე გადადეს. მოდელის წარდგენის მეორე მცდელობა „პორშე ტენისის გრან პრის“ ღონისძიებაზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ ისიც გაუქმდა.

სიტუაციიდან გამომდინარე „პორშემ“ ონლაინ პრემიერის ჩატარება გადაწყვიტა. წარდგენა კომპანიის საკუთარი ონლაინ ვიდეო ჟურნალის „9:11 magazine“-ის პლატფორმაზე შედგება. წარდგენის თარიღი უკვე ცნობილია. ყველაფერი 18 მაისს მოხდება და „პორშეს“ ახალი სარეკლამო ვიდეოდან გამომდინარე, სავარაუდოდ ნაცრისფერ Porsche-ს წითელი ნაჭრის სახურავით ვიხილავთ.

 

Targa-ს მონაცემები ჩვეულებრივი Carrera 4-ის მოდელების მსგავსი იქნება, ანუ მომხმარებელს 379 ან 443-ცხენისძალიანი ძალოვანი აგრეგატის არჩევანი ექნებათ. სურათებში ნაჩვენები ყველაზე სპორტული GTS ვერსია, რა თქმა უნდა, მეტად მძლავრი და დახვეწილი ავტომობილი იქნება, თუმცა მისი გამოშვის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

Targa-ს ვირტუალური წარდგენა ამ ტიპის ერთადერთი დაგეგმილი ღონისძიება არაა. Porsche აცხადებს, რომ 2 ივნისს ახალი, ლიმიტირებული წარმოების 911-ის სპეციალური მოდელის დებიუტი შედგება, თუმცა მანამდე, 26 მაისს, ოფიციალური ონლაინ ჟურნალის პლატფორმაზე ერთი ვიდეო დაიდება, რომელიც 911-ის ისტორიას შეეხება და მომდევნო 911-ის დიზაინისა და ტექნიკური მახასიათებლებზე პატარა მინიშნებებს მოგვცემს.

გაზიარება: