Aa Aa
15 მაისი 2020  |  14:27

Suzuki Jimny-ს ბაზაზე აწყობილი ამფიბიური ავტომობილი

ახლა მას სიარული ნამდვილად ყველგან შეუძლია, წყალზეც კი.

Suzuki Jimny პატარა საყვარელი ბიუჯეტური ყველგანმავალია. კომპაქტური ავტომობილების მწარმოებელი Dutton-ი მომხმარებელს წინა თაობის Jimny-ს საინტერესო მოდიფიკაციას სთავაზობს, რის შედეგადაც სიარულს ყველგან შეძლებენ, მათ შორის წყლაზეც კი. ახალი ამფიბიური ავტომობილის შესაძლებლობებს ზემოთ დართულ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ.

ახალი მოდელი Surf-ი Jimny-ს ყველა მექანიკურ კომპონენტს იზიარებს. Dutton-მა წყლის ჭავლის სისტემა დაამატა. ეს სისტემა წყლაზე გადაადგილებისას წნევის ხრახსნს არ საჭიროებს, რაც ამ “kit car”-ს საჯარო გზებისთვის მეტად უსაფრთხოდ ხდის. სხვა დანარჩენი ამფიბიური ავტომობილებისგან განსხვავებით, Surf-ი წყალზე ჩვეულებრივად საჭით იმართება და დამატებით ცალკე მართვის მექანიზმებს არ საჭიროებს.

როგორც უკვე ვახსენეთ, Surf-ი Jimny-ს ნაწილებს იზიარებს, მაგრამ სხვა დანარჩენი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, რათა ნაწილები კოროზიისგან დაიცვას. ამავე მიზეზით ავტომობილის ძარა პლასტმასისგან არის დამზადებული. წინა თაობის Jimny-ს ამფიბიად გადაკეთება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, რადგან დიდ ბრიტანეტში Dutton-ი სამოდიფიკაციო პაკეტებს ყიდის.

ძალოვანი აგრეგატის საბურავებიდან ჭავლზე გადაყვანა საკმაოდ მარტივი პროცესია, თუმცა პირველივე ჯერზე ინსტრუქციის გარეშე თავს ვერ გაართმევთ. ამფიბიის წყალზე მართვის პროცესი ძალზე მარტივია, რადგან ჭავლის სიმძლავრეს კვლავ აქსელერატორის სატერფულით აკონტროლებთ და მოხვევას საჭით ახორციელებთ, ფაქტობრივად, გზაზე სიარულისგან არ განსხვავდება.

მიუხედავად პაპტარა ზომისა, Surf-ი საკმაოდ ბევრის შემძლე ნავია. კომპანიის დამაარსებელმა ტიმ დატონმა იგნლისის არხი თავის ამფიბიურ სუვში ორ-ჯერ გადაკვეთა. თითოეული მგზავრობისთვის დაახლოებით 6 საათი დასჭირდა.

Surf-ის ფასი £10,000-ს შეადგენს . გადაადგილების საშუალებისთვის, რომლის გამოყენება ხმელეთსა და ზღვაში შეგიძლიათ, საკმაოდ შეღავათიანი ფასია. ჩვეულებრივი ნავის ყოლის შემთხვევაში თქვენ ასევე მისაბმელი და კიდევ ცალკე ავტომობილი დაგჭირდებათ და Dutton Surf ასეთი თავის ტკივილისგან აგარიდებთ და მგზავრობისას მაქსიმალურ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

 

გაზიარება: