Aa Aa
16 მაისი 2020  |  13:23

მსოფლიოს ყველაზე გრძელ ავტომობილს მეორე შანსი მიეცემა

ამერიკული ოცნება აღორძინდება.

მსოფლიოს ყველაზე გრძელი ავტომობილი, როგორც იქნა, სარესტავრაციოდ წაიყვანეს. 1990-იანებში ცნობილი ავტოხელოსანი ჯეი ორბერგის მიერ აწყობილი ავტომობილის ბაზა 1976 წლის Cadillac Eldorado-სგან იყო აღებული. ორბერგის ქმნილებას The American Dream, „ამერიუკული ოცნება“ დაარქვეს და მას ოფიციალურად მსოფლიოს ყველაზე გრძელი ავტომობილის სტატუსი მიანიჭეს, რადგან მისი სიგრძე 30,5 მეტრს შეაგენდა. The American Dream გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა.

ამ უზარმაზარ ლიმუზინს ორი მძღოლი მართავდა და მას 2 ძრავა და 26 ბორბალი ჰქონდა. Eldorado წინაწამყვანი კონფიგურაცია ამ პროექტისთვის საარსებო მნიშვნელობის იყო, რადგან ავტომობილის გადაადგილება და წამყვანი თვლების ამუშავება ზედმეტი ლილვების და ცხენისძალის დანაკარგის გარეშე გახდა შესაძლებელი.

უამრავი ძვირადღირებული ელემენტის გარდა ყველაზე თვალშისაცემი საცურაო აუზი და ვერთმფრენის დასაჯდომი მოედანი იყო.

ბოლო წლების განმავლობაში სრულიად გადამუშავებული 1976 Cadillac Eldorado-ს ლიმუზინი სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა და მისი აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. მანამდე ავტომობილი Autoseum-ის მფლობელობაში იმყოფებოდა. ნიუ-იორკის ტექნიკურ მუზეუმს ამერიკული ისტორიის ნაწილის აღდგენა სსურდა და მის პირვანდელ მდგომარეობამდე მიყვანა. ამისათვის სტუდენტური პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების მოხმარებას აპირებდნენ, მაგრამ, როგორც Autoseum-ის დირექტორი და პრეზიდენტი მაიკ მენინგი ამბობს, აღნიშნული გეგმები ქვეყნის პოლიტიკის და ბიუჯეტის ცვლილებების გამო ვეღარ განხორციელდა.

„ამერიკული ოცნებისთვის“ ახალი სახლის პოვნის პროცესში, მენინგი Dezerland Park-ის საავტომობილო მუზეუმის მფლობელს მაიკ დეზერს დაეკონტაქტა. დეზერმა კადილაკი შეიძინა და Autoseum-თან პარტნიორობის ფარგლებში და Autoseum-ის სტუდენტების დახმარებით მათ სარესტავრაციო პროცესი 2019 წლის აგვისტოში დაიწყეს.

დეზერის მუზეუმი ფლორიდას შტატში ქ.ორლანდოში მდებარეობდა. იმისათვის რომ ავტომობილი მის ახალ სამყოფელში გადაეყვანათ, „ამერიკული ოცნება“ ორ ნაწილად გაყვეს (ნუ გეშინიათ, ლიმუზინის კონსტრუქცია ამას ითვალისწინებდა). სარესტავრაციო პროცესის პირველი ნაბიჯი ავტომობილის წინა ნაწილის დაშლა იყო.

სანამ მსოფლიოს ყველაზე გრძელი ავტომობილი Autoseum-ის ხელში ჩავარდებოდა, ძალიან დიდი ხანი ქუჩის და ბუნებრივი მოვლენების ტყვე იყო, რის გამოც ავტომობილი ძალზე დაიჟანგა. შესაბამისად, აღდგენის პროცესში რამდენიმე დონორი Eldorado გამოიყენეს.

ექსტერიერზე სამუშაო პროცესები ფაქტობრივად დასრულდა, მხოლოდ ახალი საღებავით შეღებვა დარჩა. დიდი იმედი გვაქვს, რომ Autoseum-ის და Dezerland-ის ერთობლივი ძალებით, მათ თავდაპირველი დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტების, მაგალიტად საცურაო ავზისა და დასაჯდომი მოედნის, აღდგენას შეძლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო აღდგენითი სამუშაო პროცესები დროებით შეჩერებულია, მენინგი აცხადებს, რომ პროექტს შემდეგ გაზაფხულამდე მორჩებიან და ის სამუდამოდ Dezerland Park-ის მუზეუმში დარჩება.

 

გაზიარება: