Aa Aa
3 თებერვალი 2021  |  13:00

TOP 10 მახინჯი ავტომობილი

თქვენს წინაშეა ნამდვილი კატასტროფები!

ამბობენ, რომ სილამაზე დამკვირვებლის თვალითაა აღქმადი. თუმცა, ეს არ ხსნის იმას, თუ რატომ გამოჩნდნენ ბაზარზე ისეთი დიზაინის ავტომობილები, რომელსაც უღრან ტყეში დაგორებულ და ყველა ხეზე დაჯახებულ ავტომობილს მიამსგავსებდით.

როდესაც ავტოდიზაინერი მანქანის დიზაინს შეიმუშავებს, დახვეწავს და წარადგენს, მაღალი რანგის მენეჯერებმა კონცეფცია უნდა განიხილონ და დაამოწმონ. ეს დიზაინერებსა და ავტომწარმოებელთა მთლიან გუნდს მოდელის იმ დონემდე დამუშავებაში უნდა ეხმარებოდეს, რომ ავტომობილი მისაღებად გამოიყურებოდეს.

თუმცა, ზოგჯერ ნაწარმი, რომელიც ჩვენს წინაშე წარსდგება იმდენად საშინელი დიზაინისაა, რომ ახსნას მოითხოვს. ქვემოთ, ისტორიაში ყველაზე მახინჯი მანქანების ათეულს წარმოგიდგენთ. იმედია სიაში თქვენი საყვარელი ავტომობილი არ მოხვდება.

1. Fiat Multipla


Multipla-ს ტრაგედია ისაა, რომ სპილოსებრი დიზაინი მართლაც რომ ჭკვიანურ და ფართო ინტერიერს მალავს. ის სამართავადაც არ იყო ცუდი ავტომობილი. საწყენია, რომ ფეხით სიარული Multipla-თი გადაადგილებას სჯობს, რადგან ამ ავტომობილში არავინ უნდა დაგინახოთ.

2. Volkswagen Type 181


VW Type 181 გერმანული არმიისთვის 1960-იან წლებში შეიქმნა. მოგვიანებით, 1980 წელს, ის სამოქალაქო პირებზეც იყიდებოდა. ექსპორტი შტატებშიც განხორციელდა. საბოლოოდ, ეს ავტომობილი არც არმიისთვის და არც სამოქალაქო დანიშნულებისთვის გამოდგა. შეხედეთ მის ცხვირს!

3. Toyota WiLL Vi


ეს ავტომობილი ერთსიტყვიან ანეკდოტს ჰგავს. არ აქვს მნიშნელობა საიდან შეხედავთ მას - მაინც გაგეცინებათ. ეს ის მოდელია, რომლის არსებობაც არ გაღიზიანებთ, რადგან ხვდებით, რომ მისი დანახვის შემდგომ გამოწვეულმა სიცილმა სიცოცხლე რამდენიმე თვით გაგიხანგრძლივათ.


4. Nissan Cube



Cube-ის დიზაინი ზუსტად იმას აღნიშნავს, რაც მაშუქებს შორის აწერია - ის ყუთია ბორბლებზე. პატარა ავტომობილის კვალობაზე Cube საკმაოდ პრაქტიკულია, თუმცა, ასიმეტრული უკანა მხარე პოტენციურ მყიდველებს აფრთხობს. მსგავსი ასიმეტრიულობა ახალ Land Rover Discovery-შიც გხვდება, მაგრამ ის Cube-ზე გაცილებით ლამაზია.

5. BMW X3 (E83)


X5-ის გამოსვლიდან მალევე, BMW-მ შედარებით უფრო პატარა SUV-ის გამოშვება გადაწყვიტა. X3 უფროს ძმაზე ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ მივიღეთ მახინჯი ავტომობილი, რომელიც ისეთი უხეში სამართავი იყო, რომ მგზავრებს ძვლებში ამტვრევდა. გეტყვით იმასაც, რომ ავტომობილი BMW-ს ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ, ავსტრიაში შექმნა. კონტურები ერთმანეთში საკმაოდ არასასიამოვნოდაა გადახლართული. ეს ავტომობილი ლამაზი რომ მოგეჩვენოთ ბევრი ალკოჰოლი უნდა მიიღოთ.

6. Sbarro Autobau Concept


ეს კონცეპტუალური ავტომობილი 2010 წლის ჟენევის ავტოჩვენებაზე ვიხილეთ. ის 80-იან წლებშია შექმნილი. ავტომობილს 12 ცილინდრიანი Ferrari-ს ძრავა შუაში აქვს ჩადგმული. თუმცა, სტილი და დიზაინი Ferrari-სგან რადიკალურად განსხვავებული აქვს. Autobau იმდენად მახინჯია, რომ ვერაფერს ვადარებთ.

7. Chrysler PT Cruiser


PT Cruiser-ს 1950-იანი წლების ჰოთ როდის მაგიური კულტურა უნდა გაეცოცხლებინა. დიახ, Chrysler-ი ჩაფლავდა. მისი დანახვის შემდეგ ერთადერთი მაგიური უნარი გჭირდებათ - გააქროთ ის სამუდამოდ.

8. Mercedes A-Class


A Class-ის „მერსედესი“ ტევადი საოჯახო ჰეჩბეკი უნდა ყოფილიყო. ტევადი გამოვიდა, თუმცა, ჰეჩბეკი არა. სალონში პლასტმასის მინიმალური რაოდენობა შეგხვდებათ, რაც თავისთავად დადებითი მოცლენაა. მიუხედავად ამისა, როგორც კი ავტომობილიდან გადმოხვალთ მაშინვე გაგახსნდებათ თუ რა უმსგავსო ფიქრებიც გაწუხებდათ, როდესაც ის პირველად იხილეთ.

9. Nissan Juke


Nissan Juke-ი ბევრ ქვეყანაში პოპულარულ ავტომობილად ითვლება. ალბათ იმიტომ, რომ ის ფასით ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი SUV-ა. რაც შეეხება დიზაინს, მას Pontiac Aztek-ის მსგავსი ორფენიანი წინა მაშუქები აქვს. რატომ? უბრალოდ რატომ? გინახავთ Nissan Juke-ი ღამით, რომელსაც ნისლის მაშუქებიც ჩართული აქვს?

10. Toyota Will VS


როდესაც Will VS-ს უყურებთ ალბათ კონცეპტუალური მანქანის შთაბეჭდილება გრჩებათ. ერთი შეხედვით, საოჯახო ჰეჩბეკის სამკუთხა ფორმები ერთ დროს აშშ-ს არმიის შეიარაღებაში მყოფ F-117 სამხედრო თვითმფრინავსაც მოგაგონებთ. თუმცა, თქვენ ვერცერთი კუთხიდან მიხვდებით თუ რა მარკის ავტომობილია ის. Will VS-ი რევოლუციური დიზაინის შექმნის წარუმატებლობის კლასიკური მაგალითია.

გაზიარება: