Aa Aa
5 ნოემბერი 2020  |  10:50

Audi ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელიც სასკოლო ავტობუსებს ამოიცნობს

ახალი სისტემა მძღოლს სკოლასთან მიახლოებაზე გააფრთხილებს!

ბავშვებით სავსე ავტობუსთან მიახლოება ყოვეთვის საფრთხილოა. მძღოლმა უნდა შეანელოს და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს. ავტობუსის მოულოდნელად გამოჩენამ, შესაძლოა მძღოლი დააბნიოს. ამაზე „აუდიმ“ იზრუნა. ავტომწარმოებელი სისტემის შექნაზე მუშაობს, რომელიც მძღოლს სასკოლო ავტობუსთან მიახლოებაზე გააფრთხილებს.

სისტემის შემოწმება ორ ფაზად ჩატარდება. პირველ ფაზაზე სისტემა სკოლასთან მიახლოებას დაადგენს. მოაგროვებს ინფორმაციას იმის თაობაზე, ღიაა თუ არა სკოლა და შემდეგ მძღოლს მიაწვდის. მეორე ფაზაზე სისტემა სპეციალური შეფუთვების ავტობუსებს ამოიცნობს და მისი მდებარეობას მძღოლს შეატყობინებს. შემოწმებებისთვის Audi e-tron სატესტო ავტომობილები გამოიყენება.

C-V2X სისტემა ფიჭურ კავშირს იყენებს. ეს არის კავშირი ავტომობილსა და ინფრასტრუქტურას შორის. სპეციალურად აღჭურვილი e-Tron-ი ადგილობრივ ქსელს დაუკავშირდება და ნიშნებიდან და ავტობუსებიდან ინფორმაციას მოაგროვებს, რომელიც ავტომობილების სალონში ეკრანზე გამოისახება.

Audi V2X სისტემას უკვე იყენებს. ეს სისტემა შუქნიშნების რაოდენობას ითვლის. ახალი სისტემის დანერგვის შემთხვევაში სასკოლო ზონებში ავტომობილების გადაადგილება უფრო უსაფრთხო გახდება.

 

გაზიარება: