Aa Aa
21 ნოემბერი 2020  |  11:14

Grand Tour-ის მეოთხე სეზონის მეორე სერიის დებიუტის თარიღი ცნობილია!

ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი მალე დაგვიბრუნდებიან. The Grand Tour: A Massive Hunt-ის პრემიერა 18 დეკებერს შედგება.

მადაგასკარის სერიას დიდი ხანია ველოდით. კორონავირუსის გამო გადაღებები შეყოვნდა და პრემიერაც რამდენჯერმე გადაიდო.

Grand Tour-ის სერიები თავდაპირველად წამყვანებს გადასატანი კარვიდან მიჰყავდათ, რომელიც ყოველ სერიაში სხვადასხვა ქვეყანაში მიჰქონდათ. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ კარავი საჭირო აღარ იყო. Grand Tour-ი სპეციალურ გამოშვებებზე გახდა ორიენტირებული.

რიჩარდ ჰამონდის თქმით, როგორც წესი, მაყურებლები კარვის მონაკვეთებს ახვევდნენ და მხოლოდ მოგზაურობებს უყურებდნენ.

A Massive Hunt მეორე სერია იქნება მას შემდეგ, რაც გადაცემამ კარვიდან ბუნებაში გადაინაცვლა. The Grand Tour Presents: Seamen-ში წამყვანები კამბოჯასა და ვიეტნამში წყალზე მოგზაურობდნენ.

ამჯერად მათ ელექტრო ავტომობილების ტრიო აირჩიეს. კლარკსონი Bentley Continental GT-ს მართავს, ჰამონდი - Ford Focus RS-ს, მეი - Caterham Seven-ს.

ამ სერიაში წამყვანები განძზე ინადირებენ! ამისთვის მანქანების გადაკეთება მოუწევთ. თუ გაინტერესებთ, როგორი იქნებოდა Focus RS ტანკი რომ ყოფილიყო, მაშინ ეს სერია თქვენთვის საინტერესო იქნება.  

ამჟამად შოუს მეოთხე სეზონი მიმდინარეობს. კონტრაქტის თანახმად, Grand Tour-მა წელიწადში 4 სპეციალური გამოშვება უნდა წარმოგვიდგინოს. თუმცა, პირველი გამოშვებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. უცნობია, როგორ უმკლავდება შოუ პანდემიის პირობებში გადაღებას და სულ რამდენ გადაცემას ვიხილავთ.

 

გაზიარება: