Aa Aa
23 ნოემბერი 2020  |  13:53

Toyota Land Cruiser 79-ის ჯავშანტრანსპორტიორად გარდასახვა

უფრო მძიმე სამხედრო ვერსია ტყვიამფრქვევისა და ნაღმმტყორცნის სამაგრებითაც იქნება წარმოებული.

ავტომობილის პროფესიონალურად შეჯავშნის სამხრეთ აფრიკულმა კომპანიამ Land Cruiser 79-ის სახეცვლილი ვერსია წარადგინა, რომელსაც Max 3 დაარქვა. ისედაც უხეში SUV-ი კომპანიამ ისეთ ავტომობილად აქცია, რომელიც მასში მსხდომთ ტყვიების ქარცეცხლისგან დაიცავს.

Max 3 Land Cruiser-ს აღარ ჰგავს. შუაში უზარმაზარი ცხაურაა, ხოლო გვერდებზე ჩაშენებული მაშუქებია განთავსებული. კორპუსის დეტალები ალესილივით გამოიყურება და ხისტი ფორმები აქვს. SVI ავტომობილის რამდენიმე კორფიგურაციით, მოთხოვნების შესაბამისად აწარმოებს, რაც მოხერხებულობას ქმნის.

საბაზისო წყობის Max 3-ს B6 ბალისტიკური დაცვა აქვს, რაც NATO-ს 7.62x51მმ-იანი და AK47-ის 7.62x49მმ-იანი ტყვიებისგან დაცვას ნიშნავს. მანქანა 38 მილიმეტრიანი სისქის არმირებული შუშებითა და ფილებით არის აწყობილი.

SVI Max 3-ისთვის B7-ის კლასის არმირებასა და აფეთქებისგან დაცვასაც ითავაზება. სამხრეთ აფრიკაში ასეთი დაცვითი აღჭურვილობის განსათავსებლად მთავრობის ოფიციალური თანხმობაა საჭირო, ხოლო რეგისტრაცია მხოლოდ დაცვით კომპანიებს ან სამთავრობო სააგენტოებს შეუძლიათ.

Max 3-ის სრულად სამხედრო ვერსია .50 კალიბრის სამაგრებითაც არის აღჭურვილი. ჯავშნის სატარებლად SVI-მ Land Cruiser-ის დაკიდება შეცვალა და ის უკანა დამატებითი განივი მდგრადობის სტაბილიზატორით აღჭურვა. პაკეტი სპეციალურ დისკებსა და საბურავებსაც მოიცავს. Toyota-ს ძრავა და სხვა სავალი ნაწილები კი ქარხნული დარჩა.

Max 3-ის საწყისი ფასი 103 000$ იქნება. კომპანია მიწოდებას შეკვეთის მიღებიდან რამდენიმე თვეში შეძლებს.

გაზიარება: