Aa Aa
26 ნოემბერი 2020  |  11:10

მეორადი ნივთების ბაზრობაზე DMC DeLorean-ი იპოვეს

მეორადი ნივთების ბაზრობაზე რას აღარ შეხვდებით!

მეორადი ნივთების ბაზრობაზე ღირებული ნივთების პოვნაზე ისტორიებს ხშირად მოისმენთ. რას აღარ შეხვდებით... იშვიათ წიგნს ავტორის ხელმოწერით, ან საყვარელი ფეხბურთის გუნდის ორიგინალ მაისურს. ეს ნივთები რელურად ბევრად ძვირი დაგიჯდებოდათ და შეიძლება საერთოდ ვერც კი გეშოვნათ. ეს ისტორიაც სწორედ მსგავსი შემთხვევაა.

ესტონეთში, მეორადი ნივთების ბაზრობაზე, რომელსაც Insect (მწერი) ჰქვია, შესანიშნავ მდგომარეობაში მყოფი, მარცხენასაჭიანი DMC DeLorean-ი იპოვნეს, რომელიც უკან მომავალში დასაბრუნებლად მზად არის.  

ავტომობილი, რომელიც რობერტ ზემეკისის ლეგენდარული ფილმის Back To The Future-ის ვარსკვლავია, მაღაზიის ბოლოში აღმოაჩინეს. ის სამუზეუმო ექსპონატივით იზოლირებული იყო.

სურათების მიხედვით, მხოლოდ მისი ექსტერიერის მდგომარეობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. იმედია, ავტომობილი დადის. თუმცა, მისი ფასი მეორადი ნივთების ბაზრობისთვის შეუფერებელია. ის 55,000 ევრო ღირს.

საბედნიეროდ, ეს ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც DMC DeLorean-ის ყიდვა შეიძლება. ამ ავტომობილის ფასი $20,000 - $99,000 მერყეობს. რა თქმა უნდა, ფასი გავლილ მანძილზე და ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული.  

მეორადი ნივთების ბაზრობაზე კი ამ ავტომობილის ნახვა მართლაც უცნაურია.

გაზიარება: