Aa Aa
7 დეკემბერი 2020  |  13:40

მიკ შუმახერი ფორმულა 2-ს 2020 წლის სეზონის ჩემპიონია

მიკ შუმახერმა ბაჰრეინში ქულები ვერ მოაგროვა, მაგრამ ფორმულა 2-ს 2020 წლის სეზონის ჩემპიონის ტიტული მაინც გაიფორმა.

მიკ შუმახერმა „ჰაასის“ გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ფორმულა 2-ში გამარჯვება კი ფორმულა 1-ში გადასვლამდე ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილისთვის კარგი მოტივაცია. შარლ ლეკლერიც და ჯორჯ რასელიც სწორედ F2-ში გამარჯვების შემდეგ მოხვდნენ ფორმულა 1-ში.

შუმახერს საჰირის გრან პრიზე გამარჯვებისთვის მეექვსე ადგილი სჭირდებოდა, მაგრამ მძიმე რბოლის შემდეგ მეთვრამეტე ადგილზე გავიდა. თუმცა, ქულების მოპოვება ვერც მთავარმა კონკურენტმა კალუმ აილოტმა შეძლო.

აილოტი შუმახერს 14 ქულით ჩამორჩებოდა. გამარჯვებისთვის სულ მცირე მეორე ადგილი სჭირდებოდა. მესამეზე გადიოდა. საბოლოოდ კი მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, თავს ჯერ ჩემპიონად ვერ ვგრძნობ. ამის გააზრებას რამდენიმე დღე დასჭირდება“. - თქვა მიკ შუმახერმა.

„ის ბიჭები ვის გვერდითაც ვიბრძვი გასაოცრები არიან. ისინი უმაღლეს დონეზე არიან და პატივისცემას იჩენენ“.

ამ სეზონში შუმახერმა გამარჯვება მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ წლის განმავლობაში ძალიან სტაბილური იყო და ეს ტიტულის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ფორმულა 2-ში გამარჯვება ისეთ პილოტებს აქვთ მოპოვებული, როგორებიც ლუის ჰამილტონი და ნიკო როზბერგი არიან.

ეს ტიტული 21 წლის შუმახერისთვის მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მანამდე მან 2018 წელს Formula 3 European Championship-ი მოიგო.

გაზიარება: