Aa Aa
11 დეკემბერი 2020  |  10:45

Ferrari-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კამილიერიმ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა

„ფერარის“ აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს.

თანამდებობის დატოვების მიზეზად ლუის კალიერი „პირად მიზეზებს“ ასახელებს. ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო და მისი შემცვლელი „ფერარის“ ჯერ არ უპოვია.

თავმჯდომარე ჯონ ელკანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დროებით დაიკავებს.

გარდა ამ თანამდებობისა, კამილიერიმ Philip Morris-ის ბორდის წევრობაზეც თქვა უარი.

კამილიერიმ აღმასრულებელი დირექტორის პოსტი 2018 წელს სერჯიო მარკიონეს გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.

მისი მოღვაწეობის პერიოდი მყარი კომერციული ზრდით იყო დამახასიათებელი. კამილიერიმ აქციის კურსი 113 ევროდან 179 ევრომდე გაზარდა.

კამილიერი ფორმულა 1-ს გუნდის დიდი მხარდამჭერიც იყო. რამდენიმე რბოლასაც დაესწრო და გუნდის ხელმძღვანელ მატია ბინოტოსთანაც ახლო კონტაქტი ჰქონდა.

„Ferrari ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ჩემი აღფრთოვანება ყველა ქალსა და მამაკაცს, ვინც მარანელოში მუშაობს. ვამაყობ იმ მიღწევებით, რაც კომპანიას 2018 წლიდან ჰქონდა და ვიცი, რომ საუკეთესო წლები წინაა“.  - თქვა კამილიერიმ.

მას მადლობა ელკანმაც გადაუხადა:

„მინდა ლუის მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის, რაც მან თანამდებობაზე ყოფნის დროს გამოიჩინა. მისი მმართველობის დროს კომპანიამ პოზიციები გაიმყარა. ჩვენ მას და მის ოჯახს გრძელ და ბედნიერ დასვენებას ვუსურვებთ“.

 

 

გაზიარება: