Aa Aa
27 დეკემბერი 2020  |  13:21

ილონ მასკმა განაცხადა, რომ მან Apple-ისთვის Tesla-ს მიყიდვა სცადა

Tesla-მ საკმაოდ რთული დღეები გამოიარა.

Apple-ი „Project Titan” ელექტრო ავტომობილის პროგრამის გაცოცხლებას ცდილობს, თუმცა, ტექნიკის გიგანტს საავტომობილო ბიზნესში ჩართვის სხვა შანსებიც ჰქონდა. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, გასულ სამშაბათს განაცხადა, რომ მას Apple-ისთვის Tesla-ს მიყიდვის მცდელობა ჰქონდა.

„Model 3-ის პროგრამის ყველაზე რთულ დღეებში ტიმ ქუქს Tesla-ს შესაძლო ყიდვის შესახებ დავუკავშირდი. ჩვენ მათ მიერ Tesla-ს მიმდინარე ღირებულების მეათედ ფასად შესყიდვა განვიხილეთ.“ - დაწერა მასკმა. „მან კი შეხვედრაზე უარი განაცხადა“.

გაურკვეველია რა იგულისხმა მასკმა „რთულ დღეებში, მაგრამ Tesla-ს Model 3-ის წამორების ზრდა უჭირდა. Tesla-მ 2017 წლის მესამე კვარტალში 619 მილიონი აშშ დოლარი იზარალა. ამ პერიოდში კომპანიამ დაგეგმილი 1500 ავტომობილიდან მხოლოდ 260 Model 3 აწარმოა. კომპანიას ავტომობილების ასაწყობად კარვების აშენება დასჭირდა.

ილონის ეს კომენტარები Apple car-ის 2024 წელს გამოსვლის დაანონსებას მოჰყვა. ეს სამომავლო მოდელი ბატარეათა ახალი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი.

ბატარეის ტექნოლოგიის მთავარი თავისებურება „მონოსელური“ დიზაინი იქნება, რაც მჟამინდელ EV-ი ავტომობილებთან შედარებით, უფრო დიდ ქსელიან ინდივიდუალურ ბატარეებს გულისხმობს. მოხსენების მიხედვით, ამგვარი დიზაინი დაბალ ხარჯებსა და სვლის მეტ მარაგს ნიშნავს.

ამავე მოხსენებაში წერია, რომ Apple-ის გეგმის შესრულების ტემპი, სრული ავტომობილის შექმნის შესახებ, შესაძლოა შენელდეს. ამის ნაცვლად კი შეიძლება ავტონომიური მართვის სისტემა მივიღოთ. პანდემიისგან გამოწვეულმა შეყოვნებებმა ავტომობილის გამოსვლა შესაძლოა 2025 წლისთვის გადასწიოს.

გაზიარება: