Aa Aa
16 იანვარი 2021  |  13:16

იტალიის ნაკრების ყოფილ მეკარეს ავტოსამრეცხაოს თანამშრომელმა Ferrari დაუმტვრია

შეთანხმებისამებრ, „ჯანლუკა სინიორინის” სახელობის სპორტულ კომპლექსში ვარჯიშზე მყოფ საფეხბურთო კლუბ „ჯენოას” მეკარე ფედერიკო მარკეტისთვის მისი კუთვნილი 335 000$-იანი Ferrari ავტოსამრეცხაოს თანამშრომელს უნდა მიეყვანა.

სამრეცხაოდან Ferrari-ის გამოყვანისას მრეცხავმა, როგორც ჩანს, ზემძლავრი მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და ქუჩაში პარკინგზე გაჩერებულ რამდენიმე მანქანას და ბარიერს შეეჯახა.

სამრეცხაოს თანამშრომელი ტრავმას გადაურჩა, Ferrari კი სერიოზულად დაზიანდა.

ინციდენტს ფედერიკო მარკეტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „ძალიან ვწუხარ მომხდარის გამო. მადლობა ღმერთს რომ არავინ დაშავდა, ეს ყველაზე მთავარია”.

გაზიარება: