Aa Aa
18 იანვარი 2021  |  11:08

Alibaba ახალ ავტომწარმოებელს ქმნის!

ცნობილი გამოწერების კომპანია Alibaba ავტოინდუსტრიაში ჩართვას აპირებს.

ჩინური კომპანია 2022 წლიდან SAIC-თან ერთად ახალ ავტომწარმოებელს შექმნის, რომელსაც Zhiji ერქმევა. ის საოჯახო და ელექტრო ავტომობილებს გამოუშვებს.

Zhiji-მ ამ დროისთვის ორი ავტომობილი და რამდენიმე კონცეპტი უკვე წარმოადგინა. კონცეტები სედანის და სუვის ტიპისაა.

ავტომობილების ფორმალური დებიუტი აპრილში, 2021 წლის შანხაის ავტოშოუზე შედგება და მას შემდეგ შეკვეთების მიღებაც დაიწყება. შოუზე Zhiji სხვა ავტომობილებსაც წარმოგვიდგენს.

ეს ახალი ამბავი მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საძიებო სისტემა Baidu, Geely-სთან თანამშრომლობით, ელექტრო ავტომობილს შექმნის. Geely-სთან თანამშრომლობას ტაივანური მწარმოებელი Foxconn-იც აპირებს.  

შანხაის ავტოშოუმდე Zhiji სედანსა და სუვზე დეტალებს არ გვიმხელს. ერთი რამ კი ცნობილია. ავტომობილებს 9- ან 115-კილოვატიანი ბატარეები ექნება. ეს ბატარეები SAIC-მა CATL-თან თანამშრომლობით შექმნა. გამძლეობა - 966კმ. Zhiji უსადენო დამუხტვის სისტემაზე მუშაობს.

ავტომობილებს 536 ცხენის ძალა ექნება. შასიზე Williams-მა იმუშავა. Zhiji-ის სედანი 0-100კმ/სთ-მდე 4 წამზე ნაკლებ დროში ავა.

Zhiji თავის ავტომობილს სრულიად დამოუკიდებელი მართვის სისტემას დაუმატებს. ეს Nvidia's Drive AGX Orin კომპიუტერის ჩიპს, 15 კამერას, 12 ულტრაბგერით რადარს მოიცავს.

ხელოვნური ინტელექტი დიდი რაოდენობით სერვისს შემოგვთვაზებს. ეს ყველაფერი ღირს ლოდინად, არა?

გაზიარება: