Aa Aa
4 მარტი 2021  |  12:36

2021 წლის განიერკორპუსიან BMW M4 Coupe-ს მსუქანი გვერდები და პატარა ცხაურა აქვს

თუ დიდ ცხაურას მოინდომებთ, მისი მიღება შესაძლებელი იქნება.

არაქარხნული ნაწილების მაღაზიები დროს არ კარგავენ. ისინი ახალი M3-სა და M4-ისთვის სპეციალური შეკვეთით დამზადებული დეტალების ჯარს აწყობენ. Avante Design-ი მოდელის კუპე ვერსიაზე კონცენტრირდა და ის ავტომობილისთვის განიერი კორპუსის პაკეტის შეთავაზებს აპირებს. როგორც სურათებიდან ხედავთ, განახლებული დიზაინი ავტომობილს კიდევ უფრო მეტ აგრესიულობას ანიჭებს. ბევრისთვის მისაღები, ბევრისთვის კი კოშმარული ცხაურა ადგილზეა, თუმცა, კომპანია „ნორმალური“ ზომის ცხაურის წარმოებასაც გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური რენდერებია, Avante Design-ს პროექტი თითქმის შემუშავებული აქვს. წარმოება კი ლიმიტირებული რაოდენობით შედგება. პაკეტს სამი საფეხური ექნება. ყველაზე ძვირადღირებული კი M4-ს, სტანდარტულ ავტომობილთან შედარებით, 18 სანტიმეტრით გააგანიერებს.

განიერი გვერდებისა და აეროდინამიკური დანამატების გარდა, ავტომობილი გაუმჯობესებულ ძრავის ხუფს მიიღებს, რომელსაც ორი სავენტილაციო არხი ექნება. ეს დეტალი ავტომობილს მეტ დრამატულობას შესძენს. უფრო აგრესიული წინა მხარე კი XXL ზომის გრილს ნაკლებად პოლარიზებულს ხდის.

სხვა გაუმჯობესებები გვერდითა მჭიდრო საჰეროებსა და უკანა ფიქსირებულ ფრთასაც მოიცავს. ეს უკანასკნელი დეტალი აშკარად BMW M Performance-ის კატალოგიდან არის ნათხოვარი. წინა და უკანა ბამპერებს უფრო დიდი ზომის ჰაერის შემშვებებიც აქვს.

ამასობაში, M შემადგენლობა მალე განახლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ M4-ის კაბრიოლეტი გამოვა. ყველაზე საინტერესო კი 2022 წელს გველოდება - საავტომობილო სამყარო პირველად M3 Touring ვერსიას იხილავს.

გაზიარება: