Aa Aa
5 მარტი 2021  |  10:42

2021 წლის BMW M3 Manhart-მა უკვე გადააკეთა

ამ ყველაფრის მომზადებას დიდი დრო არ დასჭირვებია.

ახალი BMW M3 საავტომობილო სივრცეში დავის საგანს წარმოადგენს. წინა სარტყელის ჩათვლით, ძველი მოდელის შემდეგ, ის ნამდვილად დიდი გაუმჯობესებაა. მიუხედავად ამისა, გერმანულმა კომპანია Manhart-მა სპორტული ავტომობილის ვრცელი მოდიფიცირება უკვე დაასრულა.

Manhart-ის ბრენდთან ასოცირებისთვის, M3-ს რამდენიმე ნაწილი ოქროსფერსა და შავ ფერში აქვს გადაწყვეტილი. იმისათვის, რომ ქუჩაში გამვლელებს კისერი მოსწყდეთ MH3-ის პაკეტი სპეციალურად შექმნილი, გამოჭედილ დისკებით არის აღჭურვილი და ოქროსფერი ლენტებითაა გაფორმებული. გარდა ამისა, სურვილისამებრ შესაძლებელია შიშველი კარბონის ხუფის, წინა გამყოფის, უკანა სპოილერისა და დიფუზორის შეძენა.

ძრავის ხუფის ქვეშ მყიდველებს სტანდარტული, 2-ტურბინიანი, 3.0-ლიტრიანი, ერთრიგა ძრავი ელით, რომელიც 90-ცხენისძალით მეტს გამოიმუშავებს. სიმძლავრე კი ჯამში 600 ცხენის ძალას აღწევს. ავტომობილში გამშვები სისტემაც გაუმჯობესებულია და მასზე კარბონისთავიანი მაყუჩებია დამონტაჟებული.

მანევრულობის გასაუმჯობესებლად გერმანულმა კომპანიამ H&R-ის უფრო დაბალი ამორტიზატორები შეარჩია. ეს რეგულირებადი დაკიდება ავტომობილის მართვას განსხვავებულ შეგრძნებასა და მეტ ესთეტიკურობას მატებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ნაწილი M4-ისთვისაცაა ხელმისაწვდომი.

თქვენი სუბიექტური აზრის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ გაუმჯობესების ეს პაკეტი ავტომობილს უნიკალურობასა და ექსკლუზურობას სძენს. მათთვის კი, ვისაც ყველასგან გამორჩეულობა სურს Manhart-ი იდეალურ გამოსავალს სთავაზობს.

გაზიარება: