Aa Aa
26 მარტი 2020  |  17:46

ყველაზე ადეკვატური კონკურენტები: 2020 Honda CR-V vs 2020 Mazda CX-5

Honda CR-V და Mazda CX-5 ორივე უსაფრთხო და ეკონომიური კომპაქტური SUV-ია, რომლებს მაღალი ხარისხის ინტერიერი აქვთ და საკმაოდ დინამიური მართვით გამოირჩევიან. ეს ორი ავტომობილი ერთმანეთს ბევრი პარამეტრით ჰგავს, ამიტომ მათი შედარება აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან ავტომობილის ყიდვისას მომხმარებელი ამ პარამეტრებს ყურადღებას აქცევს. ორივე ავტომობილი 2017 წლის მოდელებია, რომლებმაც განახლებები ახლახანს მიიღეს.

CR-V-ს 2020 წლის მოდელმა უმნიშვნელო ვიზუალური განახლება მიიღო. Honda Sensing მძღოლის დამხმარე სისტემების პაკეტი ახლა ავტომობილის საწყის კოპმლექტაციაში შედის. ასევე ძრავა შეიცვალა. „ჰონდამ“ 184-ცხენისძალიანი 4-ცილინდრიანი ძრავა უფრო მძლავრ და ეკეონომიურ ტურბოკომრესორის მქონე ძრავით შეცვალა.

CX-5-ის 2020 წლის მოდელში მხოლოდ უსაფრთხოების რამდენიმე სისტემა დაემატა. უფრო მნიშვნელოვანი 2019 წლის განახლებები იყო, რომელიც ორ ახალ ძრავას, Apple CarPlay და Android Auto-ს მხარდაჭერას, ვენტილირებად სავარძლებსა და პარკირების 360-გრადუსიანი ხედვის კამერების სისტემის დამატებას მოიცავდა.

ჩვენს დღევანდელ ტესტში ერთი კლასის ორ ავტომობილს ერთმანეთს კრიტერიუმის მიხედვით შევადარებთ და ბოლოს გამარჯვებულს გამოვავლენთ.

ფასი

გამარჯვებული: 2020 Honda CR-V

CR-V-ს საწყისი LX კომპლექტაციის ფასი 25 050$-დან იწყება, რაც კომპაქტური კროსოვერების კლასის საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ მაღალია. ორი საშუალო კომპლექტაციის მოდელები შესაბამისად 27 560$ და 30 050$-დან იწყება. ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი კომპლექტაციის ფასი 33 250$-ია და თუ ოთხივეწამყვან Touring მოდელს აირჩევთ, ფასი 34 750$-მდე გაიზრდება.

Mazda-ს საბაზო კომპლექტაციის CX-5 Sport-ის ფასი 25 090$-იდან იწყება. Touring და Grand Touring ვერსიები შესაბამისად 26 730$ და 30 210$ ღირს. გარდა ამისა კიდევ ორი კომპლექტაცია არსებობს: 35 035$-იანი Grand Touring Reserve და ყველაზე ძვირიანი CX-5 Signature (37 055$). ცნობისათვის, Signature-ის კომპლექტაცია კლასის ერთ-ერთი ყველა ძვირიანი სალონის არჩევანს გვთავაზობს.

სავარძლების კომფორტი

გამარჯვებული: 2020 Honda CR-V

ორივე SUV-ში 5 მგზავრი თავისუფლად მოთავსდება. „ჰონდას“ სალონი ერთ-ერთი ყველაზე სივრცულია, რაც კი ამ კლასში არსებობს, არც თავი ჭერს და არც უკან მჯდომის მუხლები წინა სავარძლებს ეხება. სამწუხაროდ, „მაზდას“ შემთხვევაში უკან სივრცის ასეთი ფუფუნება არ გააჩნია. კიდევ ერთი პატარა ნიუანსი : „ჰონდას“ წინა სვარძლები ბევრად უკეთესი გვერდითა დამჭერების მქონეა, რაც მძღოლს ავტომობილის მართვაში მეტ გამბედაობას აძლევს.

ინტერიერის ხარისხი

გამარჯვებული: ფრე

აქ გამარჯვებულს ვერ გამოვავლენთ, რადგან ორივე ინტერიერი ძალიან ხარისხიანად არის შეკრული. თითოეული ავტომობილის სალონს თავისი უპირატესობები აქვს, მაგრამ საერთო ჯამში ისინი ერთმანეთს იმდენად კარგად აბათილებენ, რომ უკვე სტილის და დიზაინის საკითხები წინა პლანზე წამოიწევა და ,როგორც იცით, დიზაინის მოწონება სუბიექტურია. ზოგს შეიძლება CR-V-ს ხის პანელები, ზოგს უფრო CX-5-ის თანამედროვე და ლაკონური სტილი მოსწონდეს. შესაბამისად ჩვენ ფრეს ვაცხადებთ.

აღჭურვილობა

გამარჯვებული: 2020 Mazda CX-5

Honda CR-V-ის საბაზო კომპლექტაციაში 12,7 სანტიმეტრიანი ინფორმაციულ-გასართობი დისპლეი მოყვება. ფასიანი დანამატების სია დიდია და 17,8 სანტიმეტრი დიაგონალის მქონე ეკრანი, Apple CarPlay, Android Auto და სმარტფონის უსადენო დამტენი თარო  ხელმისაწვდომია. რაც „ჰონდაში“ ფასიანია, „მაზდას“ საწყის კომპლექტაციაში შედის. გარდა ამისა, „ჰონდას“ ეკრანთან შეხება ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებებს გიტოვებთ, ძალიან ნელა მუშაობს და ბევრ მომხმარებელს იმედგაცრუებულს ტოვებს.

CX-5-ის შემთხვევაში ინფორმაციულ-გასართობ ეკრანთან ურთიერთობისას სიტუაცია უკეთესად გამოიყურება, მაგრამ კლასის სხვა კონკურენტებთან შედარებით „მაზდას“ პროგრამული უზრუნველყოფა მოძველებულია.

საბარგულის ტევადობა

გამარჯვებული: 2020 Honda CR-V

SUV-ების პოპულარობის ერთ-ერთი წინაპირობა მათი პრაქტიკულობაა, ამიტომ საბარგულის ტევადებოდა ძალიან მნიშვნელოვანია. CR-V-ს საბარგულის ტევადობა 1105 ლიტრს შეადგენს, ხოლო სავარძლების უკანა რიგების ჩაკეცვის შემთვევაში საბარგულის მოცულობა თითქმის 2-ჯერ იზრდება და 2146 ლიტრს შეადგენს.

საბარგულის ტევადობით „მაზდა“ უფრო მოკრძალებულია. საბარგულის მოცულობა 877 ლიტრია და დაკეცილი სავარძლებით იგი 1699 ლიტრამდე იზრდება.

CX-5-ის საბარგული, მიუხედავად ყველაფრისა, საკმაოდ დიდია, მაგრამ „ჰონდასთან“ ასეთი სხვაობა „მაზდას“ უფრო ახალგაზრდული სეგმენტზე გათვლით შეიძლება აიხსნას.

აჩქარება

გამარჯვებული: 2020 Mazda CX-5

წამების დათვლას არ დავიწყებთ იმიტომ, რომ ეს სპორტული ავტომობილები არაა, მაგრამ ძრავების არჩევანს რომ გადავხედოთ, გამარჯვებული აშკარაა.

2020 წლის Honda CR-V ერთადერთი 1,5-ლიტრიანი 190-ცხენისძალიანი ძრავით არის აღჭურვილი, მაშინ როდესაც 2020 წლის Mazda CX-5-ს ძრავის 3 არჩევანი აქვს: 2,5-ლიტრიანი ატმოსფერული 187-ცხენისძალიანი 4-ცილიდნრიანი ძრავა, 168-ცხენისძალიანი დიზელის ძრავა და 227-ცხენისძალიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავა, რომელიც 250 ცხენისძალას აწარმოებს, თუ „პრემიუმზე“ ამუშავებთ.

გასათვალისწინებელია, რომ „ჰონდას“ CVT აქვს, ხოლო „მაზდას“ 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

ეკონომიური წვა

გამარჯვებული: 2020 Honda CR-V

აქ მხოლოდ ყველაზე სუსტ საბაზო კომპლექტაციებს განვიხილავთ, რადგან „მაზდას“ 227-ცხენისძალიანი ძრავას ეკონომიურს ვერ დაარქმევთ და ის მხოლოდ მაღალ კომპლექტაციებში შეგხვდებათ.

საბაზო კომპლექტაციების ორივე მოდელი საკმაოდ ეკონომიურია, მაგრამ „მაზდა“ CR-V-ს კონკურენციას ვერ უწევს. ქალაქში „ჰონდას“ წვა 100 კილომეტრზე 8,4 ლიტრს შეადგენს, ხოლო „მაზდას“ – 9,4 ლიტრს. CX-5-ის ყველაზე მძლავრი ძრავა 100 კილომეტრზე მინიმუმ 11 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

სიარული და მართვა

გამარჯვებული: 2020 Mazda CX-5

„მაზდას“ ბრენდის ავტომობილები თითოეული კლასის კონკურენტებისგან ყოველთვის სასიამოვნო მართვით გამოირჩეოდნენ. არც ეს არის გამონაკლისი. კარგად დაბალანსებული საჭის მექანიზმისა და დაკიდების სისტემის გამო, CX-5 უფრო მსუბუქ პატარა ავტომობილად იგრძნობა. ცალკე აღსანიშნია დაკიდების სისტემას ორმოებისა და გზის უსწორმასწოროების ფენომენალური შთანთქმის უნარია.

 

გამარჯვებული...

2020 Honda CR-V

2020 წლის Honda CR-V-მ და Mazda CX-5-მა კომპაქტური კლასის SUV-ების საპედესტალო პირველსა და მეორე ადგილზე თავი დაიმკვირდეს. „მაზდას“ ბევრი რამ კარგი აქვს, რის გამოც მისი ყიდვა ღირდეს, მაგრამ სუფთა პრაქტიკული შეხედულებით, Honda უდაო ლიდერია. საწყისი ფასის ძალიან მცირე სხვაობის გამო, უფრო „მაზდას“ გირჩევდით, რადგან იმ კომპლექტაციებს შორის უკეთესად აღჭურვილი იქნება, მაგრამ ამაზე მისი უპირატესობების ჩამონათვალი დასრულდებოდა.

ყოველდღიურ მოხმარებაში Honda უფრო მარტივია, მეტი ბარგის გადაზიდვა შეგიძლიათ, ავტომობლში ჩასხდომა-გადმოსვლის პროცესი მაღალი სახურავის გამო უფრო მარტივია. დანარჩენ ასპექტებში იკვეთება, რომ ჩვეულებრივი „ჰონდაა“, ზედმეტი არაფერია. დიდი ხანი ფიქრი გიწევთ, კომპლექტაციის რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეთ, რადგან ძალოვანი აგრეგატები ყველგან ერთნაირია.

ზოგიერთი რაკურსით რომ შეხედოთ, CR-V ცოტა შეუხედავია, მაგრამ როდესაც სალონში სხედხართ, მისი სიმახინჯე არც შეიმჩნევა და დროთა განმავლობაში ესეც კი შეგიყვარდებათ. ეს ხომ „ჰონდაა“.

გაზიარება: