ხელოვნური ინტელექტი, ფერარი, მომავლის მანქანა
Aa
Aa

Gemini-ს 2050 წლის Ferrari-ს შექმნა სთხოვეს და აი, ეს შედეგი მივიღეთ

ბოლო წლებში, ავტომობილების დიზაინის მიმართულებთ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვეა აღარავის უკვირს. ამჯერად, გამოცემა supercarblondie-ს გუნდმა Google-ს AI-ჩატბოტს, Gemini-ს სთხოვა შეექმნა ვიზუალური წარმოდგენა, თუ როგორი შეიძლება იყოს Ferrari 2050 წელს. გენერაციული ინტელექტის მიერ მიღებული პასუხებით კი, კონცეფციაც წარმოგვიდგინა.

იხილეთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari

წითელი ფერი, მდიდრული იერი, სიმძლავრე — ეს ყველაფერი საკმარისია იმის გასაგებად, თუ რატომ იქცა Ferrari იტალიელებისთვის ერთგვარ ეროვნულ სიმბოლოდ. თუმცა მაშინ, როდესაც საქმე ამდენი ხნის ისტორიისა და მომავლის ტექნოლოგიების შერწყმას ეხება, ნამდვილად საინტერესოა, თუ როგორი იქნება საკულტო მწარმოებელი ათწლეულების შემდეგ.

რა თქმა უნდა, იმის ზუსტად ცოდნა თუ როგორი იქნება ერთი სტანდარტული Ferrari 2050 წელს შეუძლებელია. თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ეს კონცეფცია მაინც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. საინტერესოა თუნდაც ის, რომ დიზაინში Ferrari-სთვის დამახასიათებელი ელემენტები კვლავ შენარჩუნებულია — მათ შორის წითელი ექსტერიერი და ცნობილი ლოგო.

თუმცა სხვა მხრივ, ეს მოდელი Ferrari-ს ამჟამინდელი საწარმოო ხაზისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

Gemini-ს განცხადებით, კონცეფციის შექმნისას მან თანამედროვე აეროდინამიკური კვლევები, მასალების მეცნიერებისა და სუფთა ენერგიის მიმართულებით არსებული ტენდენციები გამოიყენა. მთავარი აქცენტი კი, აეროდინამიკასა და ძალური დანადგარის გაგრილების ეფექტიანობაზე გააკეთა.

Gemini-ს პროგნოზით, 2050 წლისთვის ავტომობილებში ე.წ. „აქტიური ჰაერის ნაკადების მართვა“ შესაძლოა სტანდარტადაც იქცეს. ეს ნიშნას, რომ ძარის აეროდინამიკური ელემენტები სტატიკური აღარ იქნება და ჰაერის ნაკადის მართვას მუდმივად შეძლებს. კონცეფციის წინა ნაწილი მთლიანად ჰაერის შემშვებ სისტემადაა წარმოდგენილი, რომლის საშუალებითაც ჰაერი ძარის შიგნითაც კი აღწევს.

ასევე ხელოვნური ინტელექტი ვარაუდობს, რომ მომავლის Ferrari ელექტრომობილი ან ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ჰიბრიდი იქნება. შესაბამისად, დიდი ყურადღება გაგრილების სისტემასაც დაეთმობა.

სალონში ლურჯი განათება ცენტრალური კონსოლიდან დაფისკენ გადადის. Gemini-ის კონცეფციაში ეს მხოლოდ დეკორაცია არაა — განათება მძღოლს სხვადასხვა ინფორმაციასაც აწვდის. განათების ინტენსივობა კი გაგრილების საჭიროების, მართვის რეჟიმისა და მძღოლის მოქმედებების მიხედვით შეიცვლება.

წინა მგზავრის მხარეს კი „Smart Glass“ ეკრანი იქნება — აუდიოს, კლიმატკონტროლისა და სხვა დამხმარე ფუნქციებით. ეს ხელოვნური ინტელექტის განმარტებით, მგზავრს თანამძღოლადაც აქცევს. ტრადიციული ტყავისა და Alcantara-ს ნაცვლად კი Ferrari-ის მომავალ სალონში უფრო ეკომეგობრულ მასალებს გამოიყენებენ.

იქნება თუ არა Ferrari 2050 წლისთვის ისეთი, როგორადაც ის Gemini-მ წარმოგვიდგინა ჯერ ვერ ვიტყვით. ამ ვარაუდის გადამოწმებას კი, მხოლოდ 24 წლის შემდეგ შევძლებთ და ვნახავთ, რამდენად ზუსტად იწინასწარმეტყველა მომავალი ხელოვნურმა ინტელექტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები