Aa Aa
26 აპრილი 2021  |  12:31

ვიხილავთ თუ არა 1 300-ცხენისძალიან BMW M2-ს?

სრულად ელექტრო M2-ზე ველური ჭორები ვრცელდება.

თვლებს შორის მოკლე მანძლიანი სრულად ელექტრო BMW, რომელიც 1 341 ცხენისძალას გამოიმუშავებს - ზედმეტად კარგია რომ მართალი იყოს? ალბათ არის, მაგრამ Car Magazine-ის განცხადებით, ეს ჭორი სანდო წყაროს მიერაა გავრცელებული. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, M Division-ის 50 წლის იუბილესთვის სრულად ელექტრო M2-ს ვიხილავთ. როდის? 2022 წელს.

ეს ჭორი უკვე რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცეში ტრიალებს. ინფორმაცია BMW iM2-ის სპორტულ სპეციფიკაციებსაც მოიცავს. მოდელი 0-დან 100-მდე 2-2.5 წამში აჩქარდება და Nurburgrig-ის წრეს 7 წუთზე ნაკლებ დროში დაფარავს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები საკმაოდ ამაღელვებელია, უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერია მართალი, სანამ ავტომწარმოებელი ოფიციალურად არ დაადასტურებს. მეტიც, BMW Blog-ის მოხსენების მიხედვით, გამოქვეყნებულ ჟურნალში სიმართლეს არაფერი შეესაბამება. iM2 2022 წელს არ გამოვა. ასეც რომ იყოს მისი სპეციფიკაციები ჯერ არ გასაჯაროვდებოდა.

მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ, რომ BMW სრულად ელექტრო სპორტული ავტომობილი იდეით არ თამაშობს. ფაქტობრივად ავტომწარმოებელმა ეს ირიბად იანვარში უკვე დაადასტურა.

გასულ თვეში პაპარაცებმა სატესტო რეჟმში წინა თაობის M2 დააფიქსირეს, რომელიც ელექტრო ძრავაზე მუშაობდა. ავტომობილს არ ჰქონდა გამოსაბოლქვი სისტემაც.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს iM2-ის გამოსვლას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამ ეტაპზე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში შეგვიძლია ყოფნა. ერთი რამ კი ფაქტია: BMW-ს M Division-ის ელექტროფიკაცია გარდაუვალია.

გაზიარება: