Aa Aa
4 მაისი 2021  |  11:06

საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში 2021

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 8 მაისს, დილის 12:00 საათიდან, ამლევი-ორბეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სტარტს საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში 2021 აიღებს. პირველი ეტაპი სახელწოდებით „ბირთვისის ბრძოლაა“.

ავტომობილები ტექნიკურ დათავარიელებას 7 მაისს სპორტ კომპლექს არენას ავტოსადგომზე გაივლიან. 8 მაისს კი შეჯიბრების ფარგლებში ორი სავარჯიშო და სამი ჩათვლითი რბოლა უშუალოდ სპეც მონაკვეთზე გაიმართება.

გამარჯვებული რბოლების შედეგების მიხედვით გამოვლინდება. მსგავსი პრინციპის შჯიბრებისას ავტომობილების მიზანი განსაზღვრული მონაკვეთის მაქსიმალურად სწრაფად და უშეცდომოდ დაფარვაა.

ჩემპიონატი საერთო ჯამში 5 ეტაპისგან შედგება. ორგანიზატორებისა და ავტომრბოლელების მთავარი მიზანი ქუჩის რბოლების სპორტულ შეჯიბრებაში გადატანაა, რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით იმართება.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მაყურებელი COVID-19-ის შესაბამისი რეგულაციების დაცვით დაიშვება. ადგილზე იქნება სსსფ-ს პარტნიორი „ემერჯენსი სერვისიც“, რომელიც დამსწრეებს შეამოწმებს და მათ უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

სპეციალურად განსაკუთრებული სანახაობისთვის - ევროკრედიტის ,,სწრაფი ფულის" ზონა, სადაც ყველაზე სწრაფი მრბოლელი 1000₾-ს მიიღებს საჩუქრად.

ასევე , მოეწყობა გასართობი სივრცეები, კვებისა და საპიკნიკე ზონა, მუსიკა.

სიურპრიზი იქ მოსული მაყურებლისათვის: ყველაზე იღბლიანი 15 დამსწრე მიიღებს შანსს „სწრაფი ფულის“ ზონაში „გაასეირნონ“ Drift Car-ით Top მრბოლელებმა.

შეჯიბრის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია Euro Credit - ევრო კრედიტი. ხოლო გენერალური მედიაპარტნიორი ყველაზე დიდი ავტოპორტალი Myauto.

გაზიარება: