ჯერემი კლარკსონი ფერმის მაღაზიაში კარტოფილის გასაყიდად მოემზადა
მაგრამ მასთან „სელფის“ გადაღება კატეგორიულად იკრძალება.
The Grand Tour-ის წამყვანმა სოციალური მედიის საშუალებით კუთვნილი მაღაზია გახსნილად გამოაცხადა და თქვა, რომ ნებისმიერ მსურველს, ვისაც კარტოფილი სჭირდება, შეუძლია იყიდოს ამ მაღაზიაში. მხოლოდ ორი წესია გასათვალისწინებელი: სოციალური დისტანციის დაცვა და არანაირი „სელფის“ გადაღება.
პირველი პოსტი ჯერემიმ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა, სადაც ჩიპინ ნორტონის მაცხოვრებლებს მიმართავს და ამბობს, რომ „ფერმის მაღაზია 11 საათზე გაიხსნება. მხოლოდ კარტოფილია ხელმისაწვდომი. პანიკით შეპყრობილ მყიდველებსაც მივესალმები, უბრალოდ ავტომობილებიდან ნუ გადმოხვალთ.“
„ინსტაგრამზე“ მან მაღაზიის რამდენიმე ფოტო დადო, სადაც კარტოფილით სავსე ყუთებია ასახული, რომლებიც თავის მომხმარებელს ელოდება.
„ამაზონ პრაიმის“ ერთ-ერთი შოუს Bought A Farm-ის ფარგლებში, ჯერემიმ მაღაზია თებერვალში გახსნა. საჯაროდ ამ ამბის გამოქვეყნება ახლახანს გადაწყვიტა, რადგან მაღაზიებში პროდუქტების, კერძოდ, კარტოფილის დეფიციტი დაიწყო.
People of Chipping Norton. My farm shop will open at 11. Only potatoes on offer. Panic buyers welcome. Don’t get out of your car.
— Jeremy Clarkson (@JeremyClarkson) March 23, 2020
Two things. To maintain minimum safe distance, it’s cash only. And no you can’t have a fucking selfie.
— Jeremy Clarkson (@JeremyClarkson) March 23, 2020
სამშაბათს მის „ტვიტერზე“ კიდევ ერთი პოსტი დაიდო, სადაც ის მკითხველს უზიარებს, რომ თავად დედოფალმა მას მნიშვნელოვანი მუშის სტატუსი მიანიჭა და ახლა მას სამსახურში, ამჟამად მაღაზიაში, სიარული შეუძლია.
Good news everyone. You can relax. Her Majesty’s government has decided that I am a key worker.
— Jeremy Clarkson (@JeremyClarkson) March 24, 2020