Aa Aa
15 ივნისი 2021  |  10:46

27 წლის Land Cruiser-ში $136,000 გადაიხადეს

მყიდველს ალბათ პირადული მიზეზები ჰქონდა.

როგორც იქნა, Toyota Land Cruiser-ი გამოვიდა, მაგრამ ის ამერიკის ბაზრისთვის არ იქნება. ახალი თაობის სუვი შუა აღმოსავლეთში და რუსეთში გამოვა. ევროპის ბაზარზე გამოჩენაზე ჯერ ინფორმაცია არ არის.

თუ თქვენ ამ ავტომობილის მოყვარული ხართ, მაშინ ხელიდან კარგი შანსი გაუშვით, მაგრამ არა მგონია გული ძალიან დაგწყდეთ, რადგან ვიღაცამ 1994 წლის Land Cruiser-ში $136,000 გადაიხადა. დიახ! ვიღაცას ახალი Mercedes-Benz G-Class-ის ფასის გადახდა 27 წლის სუვში არ დაენანა.

როგორც სურათებიდან ჩანს, ავტომობილი შესანიშნავ მდგომარეობაშია. ყველა ნაწილი ორიგინალია. გამყიდველმა ის 2020 წელს ავტომობილი მეორე მფლობელისგან შეიძინა. Land Cruiser-მა 26 წელი პირველი მფლობელის ხელში გაატარა. მას მფლობელის ორიგინალი სახელმძღვანელოც მოჰყვა.

ეს კარგად აღჭურვილი ეგზემპლარია. აღჭურვილობაშია ჩაკეტვადი წინა და უკანა დიფერენციალი, ელექტრო ლუქი, უკანა სპოილერი, სახურავის საბარგული, ანტენა, ჰაერის გამაგრილებელი და სხვა.

გაზიარება: