Aa Aa
7 ივლისი 2021  |  09:41

ავტომობილის რეტრო აქსესუარები, რომლებიც გვენატრება

იყო დრო, როცა ავტომობილებს ერთი, ორი, ან სამი სახალისო აქსესუარი ჰქონდა. ამ სტატიაში ჩვენ იმ აქსესუარებს გავიხსენებთ, რომლებიც გვენატრება. ეს ყველაფერი ახალისებდა ავტომობილს და მის მფლობელს. ზოგი მათგანი სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს, ზოგი კი პოპულარობას იბრუნებს. 

ფუმფულა კამათლები

ფუმფულა კამათლების გამოყენება სათავეს მეორე მსოფლიო ომიდან იღებს, როცა პილოტები სალონში ფუმფულა კამათლებს კიდებდნენ, რაც უბრალოდ კარგი იღბლის ან სიკვდილთან თამაშის სიმბოლო იყო.

ეს ტრადიცია მიწაზე დაბრუნების შემდეგაც გააგრძელეს. კამათლებს უკანა ხედვის სარკეზე კიდებდნენ. ეს ტრენდი 1980-იან წლებამდე გაგრძელდა. როგორ ფიქრობთ, არის 2021 წელს ავტომობილებში ფუმფულა კამათლების ადგილი?

სათამაშო ძაღლი, რომელიც თავს იქნევს

ამ სათამაშოს ავტომობილებში დღესაც შეხვდებით ხოლმე. ასეთ ძაღლებს 1970-იან წლებში გერმანიაში აწყობდნენ. მას გერმანულად Wackeldackel-ს უწოდებენ.  

1970-1980-იან წლებში ასეთი აქსესუარები ძალიან პოპულარული იყო. 1990-იან წლებში ამ აქსესუარებმა პოპულარობა ხელახლა მოიპოვა, როცა ბენზინგსამართი სადგურების  გერმანულმა ქსელმა სარეკლამო კამპანიაში გამოიყენა.

მაშუქების საფარი

1990-იანებში მაშუქების საფარები ძალიან პოპულარული იყო. 50 ფუნტად მესამე თაობის Golf-ისთვის სტილის შემატება შეგეძლოთ. არსებობდნენ ადამიანები, ვინც ამას E36 3 სერიასაც უკეთებდნენ. 

კომპანია XRS-მა გამოაცხადა, რომ შეეძლოთ, მართკუთხედის ფორმის მაშუქები მრგვალ მაშუქებად გარდაექმნათ და ეს სულ რაღაც 24.95 ფუნტად. შედეგი საკამათოა, თუმცა „ფორდისა“ და „ოპელების“ მფლობელებს შორის საკმაოდ პოპულარული იყო.

ჟალუზიანი უკანა შუშა

ჟალუზიანი უკანა შუშა მოდური აქსესუარი იყო, თუმცა, თავდაპირველად მას გარკვეული ფუნქცია ჰქონდა. ყველაფერი 1965 წელს Lamborghini Miura-თი დაიწყო. მიზანი ძრავის დაცვა იყო. Ford-ს ეს იდეა მოეწონა და Mustang Boss 302-სა და Mach 1-ში გამოიყენა.

მოგვიანებით, Lamborghini-მ ჟალუზები სხვა მოდელებშიც გამოიყენა. დიზაინის ეს დეტალი Urraco-მ, Diablo-მ და Murciélago-მ მიიღო. ხშირ შემთხვევაში ჟალუზები დამატებითი აქსესუარი იყო, DeLorean DMC-12-ს კი ის სტანდარტულად ჰქონდა.

ძარას პლასტმასის ტიუნინგ პაკეტი

1990-იანებში პლასტმასის ტიუნინგ პაკეტების ნამდვილი აფეთქება მოხდა. მყიდველები შთაგონებას ძირითადად Max Power ჟურნალიდან იღებდნენ. მსურველებს ფრთების, ცხაურების, თაღების მაფართოებლების მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდათ.

ზოგიერთი პაკეტი უკეთ გამოიყურებოდა. ზოგს კი უხარისხობა ემჩნეოდა. ზოგ მათგანში წყალი გროვდებოდა და ჟანგს იწვევდა. ჟანგი შეუმჩნევლად რჩებოდა, სანამ ავტომობილის მფლობელი დამაგრებულ ნაწილებს არ მოხსნიდა. დღევანდელი ყალბი მაყუჩის მილების სიმრავლე 90-იანი წლების ავტომობილების კრიტიკის უფლებას არ გვაძლევს.

ტელეფონები

დღეს ტელეფონის ავტომობილის მოწყობილობასთან დაკავშირება ძალიან მარტივია. ადრე კი ავტომობილებში ტელეფონი ფუფუნების საგანი იყო. მართალია, ისინი კარგად არასდროს მუშაობდა, მაგრამ ბევრისთვის სოციალური სტატუსის განმსაზღვრელი იყო. თუმცა, საეჭვოა ისინი დღეს ბევრს ენატრებოდეს.

კარბონის თაღის დაბოლოებები

როგორც ნენსი რეიგანი იტყოდა, როცა საქმე კარბონის თაღის დაბოლოებებს ეხება, „უბრალოდ თქვით არა“. გარდა იმისა, რომ უგემოვნოდ გამოიყურება, ის წყალს აგროვებს და ჟანგს იწვევს.

ზოგ შემთხვევაში ეს დეტალი თაღებს კრავდა. ეს ძირითადად 1990-იანების Mercedes-ებს ეხება.

კასეტები

დღევანდელი ბავშვები ვერასდროს მიხვდებიან, რატომ ჩუქნიდნენ ადამიანები ერთმანეთს ასეთ კასეტებს სიყვარულის დღეს. ვერც იმას, რა კავშირშია ერთმანეთთან კასეტა და ფანქარი.

კასეტის ჩაწერა მარტივი საქმე არ იყო. დღეს მუსიკის მოსმენა ავტომობილში ბევრი გზით შეიძლება და ეს რთული სრულიად აღარაა.

ვინილის სახურავი

ვინილის სახურავები 1970-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო. ის ყველასთვის სასურველი გახდა, თუმცა არა ყველასთვის ხელმისაწვდომი. ვინილის სახურავიანი კაბრიოლეტებიც სოციალური მდგომარეობის გამომხატველი გახდა. ვისაც ასეთი ავტომობილი ჰყავდა, მიიჩნეოდა, რომ მას საკმაოდ კარგი შემოსავალი უნდა ჰქონოდა.

წითელი ამრეკლავი პანელი

ეს აქსესუარი ნელ-ნელა ისევ პოპულარული ხდება. წითელი ამრეკლავი პანელი უკანა მაშუქებს ერთმანეთთან აკავშირებს. 1980-1990-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო. ის VW Golf-ს, Audi Coupé-სა და Saab 9000-ს ამშვენებდა.

ახლა კი ამრეკლავები წარმატებით დაბრუნდა. მას Kia Stinger-სა და Audi A7-ზე ვიხილავთ.

გაზიარება: