Aa Aa
16 ივნისი 2021  |  11:19

როგორ ჟღერს Bolide-ს 1850-ცხენისძალიანი W16?

მილანის ავტოშოუზე Bolide ახლოდან ვიხილეთ.

Bolide ყველაზე ექსტრემალური Bugatti-ა, რაც აქამდე შეუქმნიათ. ეს პროექტი 2020 წლის ოქტომბერში წარმოადგინეს. ეს არის რაკეტა ბორბლებზე. მისი ოთხმაგი ტურბო W16 ძრავა 1850 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ხმაც საოცარი აქვს.

მილანის ავტოშოუზე მსუბუქი ჰიპერქარის ახლოდან ხილვა იყო შესაძლებელი. Bolide-ს პროპორციები და მისი აგრესიული დინამიკა კამერაშიც გენიალურად გამოიყურება. მაშუქების X-ის ფორმის განლაგება კი შესანიშნავად გამოიყურება.

ვიდეოს ყველაზე საინტერესო ნაწილი ის არ არის, თუ როგორ გამოიყურება ჰიპერქარი. ეს სურათებშიც გვინახავს. მთავარია ხმა, რომელსაც ის გამოსცემს. ამ ავტომობილს გამონაბოლქვისა და ხმაურის რეგულაციები არ ეხება, ამიტომ Bugatti-ს სრული თავისუფლება ჰქონდა. შედეგი კი ვიდეოში თავად იხილეთ.

გაზიარება: