Aa Aa
22 ივლისი 2021  |  15:18

Tesla Model 3 ჩინეთის დატბორილ ქუჩებში გადაადგილებას ჩვეულებრივად უმკლავდება

საბედნიეროდ, Tesla-ს ავტომობილები ხარისხის კონტროლის ტესტს ღრმა წყალში გადის.

ალბათ მკითხველის უმეტესობამ იცის, რომ საწვავზე მომუშავე ავტომობილით ღრმა წყალში შესვლა ცუდი იდეაა. სხვა უამრავ შესაძლო დაზიანებასთან ერთად, ჰაერის შემშვები წყალს შეიწოვს და ძრავა გაფუჭდება. შიგაწვის ძრავის ჰიდრობლოკირება მაშინაცაა შესაძლებელი, როდესაც აგრეგატი არ მუშაობს.

ხალხის უმეტესობა კი არ არის იმაში გათვიცნობიერებული, თუ რამდენად უკეთესად ართმევს თავს ასეთ გარემოებას ელექტრომობილი. არსებობს უამრავი ვიდეო, სადაც Tesla თავის ავტომობილებს დიდ ტბორებში ტესტავს. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, საჯარო განცხადებაშიც ნათქვამი აქვს, რომ Tesla ასეთ დროს ნავივით იქნება, დროებით მაინც.

სანამ გავაგრძელებთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილით წყალში გადაადგილება საფრთხის შემცველია, ხოლო ღრმა წყალში გადაადგილება საკმაოდ სარისკო. თუმცა, როდესაც რთული სიტუაცია იქმნება სხვა გამოსავალი არ არსებობს.


Twitter-ის პლატფორმაზე გავრცელებულ ვიდეოში Tesla Model 3 ჩინეთის დატბორილ ქუჩებში გადაადგილდება. კადრებში ჩანს, რომ ავტომობილი წყალში მოძრაობას თავს კარგად ართმევს, სხვა ავტომობილები კი გაჩერებული არიან.

სამწუხაროდ, ინციდენტის შემდეგ რა მდგომარეობაში იყო ავტომობილი არ ვიცით, მაგრამ წყალში ყოფნისას ის ჩვეულ რეჟიმში ოპერირებდა.

გაზიარება: