Aa Aa
3 სექტემბერი 2021  |  13:08

ყველაზე არასტანდარტული იაპონური დიზაინები

როცა საქმე საავტომობილო დიზაინს ეხება, იაპონელების თავის შეზღუდვა არ უყვართ. ასევე იყო 1970-იან წლებში, როცა იაპონური ავტომწარმოებლები ამერიკული ან ევროპული ავტომობილების მსგავსი მოდელების აწყობას ცდილობდნენ. 1980-იანებში საკუთარი სტილი განავითარეს. 1990-იანებში კი უკვე ძლიერი იდენტობა გამოავლინეს.

მოდით, ერთად გავიხსენოთ რამდენიმე გიჟური და უჩვეულო დიზაინი იმ ქვეყნიდან, რომელმაც მსოფლიოს პოკემონი და ბონსაის ხეები აჩუქა.

Subaru XT (1985)

Subaru-ს იმედი ჰქონდა, რომ XT მოდელით ეკონომიური ავტომობილების კლასს გადაუხვევდა და უფრო პრემიუმ სეგმენტში მოხვდებოდა. ძლიერი ვიზუალური ეფექტის მოსახდენად, დიზაინერებმა სამკუთხა ფორმები დახაზეს. საჭეს ასიმეტრიული დიზაინი ჰქონდა. ზოგიერთ მოდელში ციფრული მონაცემთა დაფაც იყო.  

XT-ში ჯდომა საჰაერო ხომალდის მართვას ჰგავდა. შედეგად ისეთი კუპე მიიღეს, რომლის მსგავსიც იაპონიის ქუჩებში 1980-იანებში არ დადიოდა.

Nissan S-Cargo (1989)

Nissan S-Cargo სინამდვილეში Citroën 2CV-სთან ბევრ დეტალს იზიარებდა: მაშუქები, წინა თვლების თაღები და 2-განყოფილებიანი ფანჯრები. ვენის მსგავსი დიზაინი 2CV-ს შასის სტილს იზიარებდა, რომელიც ჯერ კიდევ გამოდიოდა, როცა 1989 წლის ტოკიოს ავტოშოუზე S-Cargo-ს დებიუტი შედგა.

ძალიან თხელი მეტალი Sunny-ს პლატფორმას ფარავდა. ამერიკული ავტომობილის, რომელსაც ამერიკაში Sentra ერქვა. 2 წლის განმავლობაში 8000 ეგზემპლარი S-Cargo აიწყო. ის იმავე ქარხანაში იწყობოდა, რომელშიც Figaro და Pao.

Toyota Sera (1990)

Toyota-მ Sera 1990 წელს გამოუშვა, როგორც ხელმისაწვდომი, ადვილად გამოსაყენებელი კუპე, რომელსაც სუპერქარის ფუნქციები ჰქონდა. ერთი შეხედვით, ის სხვა კუპეებისგან გამოირჩეოდა. ამ ავტომობილის საიდუმლო ორწახნაგოვანი კარი იყო, რომელიც ზემოთ იღებოდა. სწორედ ამ ავტომობილმა შთააგონა გორდონ მიურეი. ადამიანი, რომელმაც McLaren F1 შექმნა.

Subaru SVX (1991)

Subaru-მ SVX-ის დიზაინის შექმნაში იტალდიზაინი ჩართო. მას ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი XT უნდა ჩაენაცვლებინა. კუთხოვანი დიზაინი უკვე ძველდებოდა, ამიტომ უფრო მომრგვალებული ფორმები არჩიეს. SVX-ს „ფანჯარა ფანჯარაში“ ავტომობილს ფუტურისტულ სტილს აძლევდა.   

Subaru-მ 1990-იანებში ავტოშოუებზე SVX-ზე დაფუძნებული shooting brake ვერსიაც წარმოადგინა, რომელსაც Amadeus-ი ერქვა. მოდელის წარმოებაზე დიდხანს ფიქრობდნენ. განიხილებოდა, როგორც 2-კარიანი, ასევე 4-კარიანი ვერსიაც. სამწუხაროდ, ბოლოს მხოლოდ კონცეპტად დარჩა.

Mitsubishi HSR-V concept (1995)

1987 წელს Mitsubishi-მ მომავლის ხედვის რამდენიმე კონცეპტი გამოუშვა. სერიას კი Highly Sophisticated-transport Research (HSR) დაარქვა. HSR-V მოდელი ნაკლებად მოკრძალებული იყო. სანამ მისი წინაპრები უბრალოდ კუპეები ან კაბრიოლეტები იყო, V ნამდვილ ბეტმობილს ჰგავდა Pajero-ს ბაზაზე. 2-ადგილიანი კონცეპტის წარმოებაზე არც უფიქრიათ.  

Honda Life (1998)

Honda დიზაინებში კონკურენტებთან შედარებით ნაკლებად თამამი იყო. 1998 წლის მესამე თაობის Life კი გამონაკლისი იყო. დიდი ზომის ცხაურა და მაღლა მოთავსებული წინა მაშუქები ავტომობილის სიმაღლეს უსვამდა ხაზს. უკან ვერტიკალური მაშუქებიც იმავე მიზეზით იყო იმ ფორმით განლაგებული. ის უნდა ყოფილიყო ქალაქის ავტომობილი, რომელიც ოჯახებისთვის პრაქტიკული იქნებოდა.

Toyota WiLL Vi (1999)

მას შემდეგ, რაც კომპანიამ ბევრი Camry და Corolla გამოუშვა, Toyota-მ 1999 წელს მსოფლიო შოკში ახალი დიზაინით ჩააგდო, რომელზეც პასუხისმგებელი მისი სუბ-ბრენდი WiLL-ი იყო. მან სამი ავტომობილი ააწყო: Vi, VS და Cypha. ორიგინალი სტილით ყველა გამოირჩეოდა. მათში კიდევ უფრო გამორჩეული კი Vi მოდელი იყო, რომელსაც მაშუქების კუთხოვანი დიზაინი ჰქონდა. მექანიკურად ის პირველი თაობის Yaris-ს ჰგავდა. წარმოება იმაზე სწრაფად დასრულდა, ვიდრე ვინმე იფიქრებდა.

Mitsuoka Nouera (2004)

Mitsuoka-მ სახელი ავტომობილების გარდაქმნით გაითქვა. მათი შექმნილი დიზაინი ხშირად რეტრო სტილში იყო. 2004 წლის Nouera Honda Accord-ზე იყო დაფუძნებული. თუმცა, სტილში უზარმაზარი განსხვავება შეინიშნებოდა. Mitsouka-მ ავტომობილს წინ მრგვალი მაშუქები დაუმატა. მაღალი ცხაურა ქრომის ჩარჩოში მას ბრიტანულ ავტომობილებს ამსგავსებდა.  

დიზაინერებმა ავტომობილის უკანა ნაწილი სულ სხვა მიმართულებით განავითარეს. ერთი შეხედვით, Nouera ორ სხვადასხვა ავტომობილს ჰგავდა. რასაც ვერ უარვყოფთ ისაა, რომ დიზაინი ნამდვილად არასტანდარტული იყო.

გაზიარება: