Aa Aa
21 ოქტომბერი 2021  |  11:14

ვიდეო: $1.2-მილიონიანი იშვიათი Porsche 962C სპაზე დაიმტვრა

მძღოლი ავარიას სერიოზული ტრავმების გარეშე გადაურჩა.

როცა იშვიათი ავტომობილი ავარიაში ყვება ეს ავტომსამყაროსთვის ნამდვილი ტრაგედიაა. Porsche 962C სპა-ფრანკოშამპზე დაიმტვრა მაშინ, როცა სტარტის ხაზს უახლოვდებოდა. ავტომობილი ცხვირით ბარიერს შეეჯახა. წინა ნაწილს სერიოზული ზიანი მიადგა. გარდა იმისა, რომ შესახედად ცუდია, მტვრევის ხმა ავტომოყვარულებისთვის ნამდვილი კოშმარია. ავტომობილს კარები მოსძვრა და ტრასაზე დარჩა.

საბედნიეროდ, ავარიის დროს ახლოს სხვა ავტომობილი არ იყო. ვიდეოში ჩანს, როგორ დგას ბოლოს ავტომობილი მისაბმელზე. კაცი კი, რომელიც ამ ავტომობილის მძღოლი უნდა იყოს, ნაწილებს კრებს. მძღოლმა შენელება მოასწრო თუმცა, შეჯახდების დროს ავტომობილი თითქმის 100კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა.

Porsche 962 1980-იანებში შეიქმნა და რბოლებში მონაწილეობა 1984 წლიდან დაიწყო. ის 956 სარბოლო ავტომობილზეა დაფუძნებული. გრძელი ცხვირი და ინტეგრირებული უსაფრთხოების კარკასი მეტი უსაფრთხოებისთვის დაამატეს. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 1985 წელს ლეგენდარული პილოტი სტივენ ბელოფი 962-ით ავარიაში გარდაიცვალა.  

962C-ს ბედი ამ დრომდე უცნობია. ეს ავტომობილი 1984-1991 წლებში მხოლოდ 91 ეგზემპლარად ააწყეს და მისი ფასი $1.2 მილიონია.

გაზიარება: