Aa Aa
13 დეკემბერი 2021  |  12:19

10 მიზეზი, რის გამოც კიმი რაიკონენი ძალიან მოგვენატრება

2022 წლის აბუ დაბის გრან პრი კიმი რაიკონენისთვის უკანასკნელი იყო. ლეგენდარულმა ფინელმა პილოტმა ფორმულა 1-ში კარიერა დაასრულა. მან თავის ბოლო რბოლაში ფინიშის ხაზის გადაკვეთა ვერ შეძლო, თუმცა, გულშემატკივრების გადაწყვეტილებით ის მაინც დღის მრბოლელი გახდა. ეს იყო იდეალური გზა მისი კარიერისთვის პატივის მისაგებად. თუმცა, თავად კიმი ინტერვიუებში არ მალავდა, რომ ყველაფრის დასრულებას მოუთმენლად ელოდა. მის სახეზე ღიმილი მხოლოდ რბოლის შემდეგ ინტერვიუში ვიხილეთ. კიმი ბედნიერია იმით, რომ მისი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. ჩვენ კი ერთი რამ ზუსტად ვიცით, ყინულის კაცი ყველას ძალიან მოგვენატრება.

ფორმულა 1-ს დებიუტამდე მან მხოლოდ 23 რბოლაში მიიღო მონაწილეობა

კარტინგებს ის 10 წლიდან მართავდა. თუმცა, ფორმულა 1-ში დებიუტამდე ის მხოლოდ 23 რბოლაში მონაწილეობდა: სამი რბოლა Formula Ford-ში და 20 Formula Renault-ში. 2001 წელს კი ავსტრალიის გრან პრიზე მისი დებიუტი შედგა. 2000 წლის Formula Renault-ს Renault Clio-ს ძრავა ჰქონდა, რომელიც მხოლოდ 185 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. Sauber F1-ს კი 800+ ცხენის ძალა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს დიდი ნახტომი იყო. კიმი წარმოუდგენლად სწრაფი იყო. მან ტესტირებების მეორე დღესვე Sauber-ის ყველა სატესტო პილოტის ტემპს აჯობა. ბევრი კრიტიკულად იყო განწყობილი იმის მიმართ, რომ ასეთი ცოტა გამოცდილების მქონე პილოტს ფორმულა 1-ის სუპერ ლიცენზია მისცეს. თუმცა, მთელი ამ უარყოფითი გამოხმაურების მიუხედავად, Sauber-მა მას კონტრაქტი 2001 წლისთვის გაუფორმა.  

ის ნამდვილად „ყინულის კაცია“

„ყინულის კაცი“ მას რონ დენისმა უწოდა, როცა კიმი „მაკლარენის“ გუნდში იყო. მისი წარმომავლობის, აუღელვებლობის და საკითხების მიმართ გულგრილი მიდგომის გამო, ეს საუკეთესო ზედმეტსახელია, რაც შეიძლებოდა მას ჰქონოდა. ნებისმიერი 21 წლის პილოტი მისი პირველი რბოლის წინ ალბათ ძალიან აღელვებული იქნება. კიმი რაიკონენს კი დებიუტამდე ნახევარი 30 წუთით ადრე Sauber-ის ბორბლებიან სახლში ეძინა. პირველი რბოლაში მან ქულების მოპოვება შეძლო.

ის ყველასთვის „ყინულის კაცი“ არ არის

‘F1: Beyond the Grid’ პოდკასტში ფერნანდო ალონსომ კიმი რაიკონენზე ისაუბრა: „ის ძალიან კარგი პერსონაჟია და ის ყველას მოგვენატრება. ის ძალიან გულწრფელია და არ თამაშობს. ის ისაა, რასაც ყველა ხედავთ. თუმცა, ნაწილი იმისა, რასაც ვხედავთ, სიცივე და სიჩუმე, შესაძლოა, ნიღაბი იყოს. მის შიგნით სულ სხვა ადამიანი იმალება. არა ყინულის კაცი. ვფიქრობ, შინაგანად თბილი ადამიანია. ნამდვილ კიმის მხოლოდ რბოლების გარეთ ნახავთ“.  

ის ჩვენს გაღიმებას ყოველთვის ახერხებს

კიმი ფორმულა 1-ში ყველაზე მოლაპარაკე პილოტი ნამდვილად არ არის, თუმცა, როცა რამეს ამბობს, ეს ყოველთვის სახალისოა. იმ ერაში, როცა მძღოლებს მათი გუნდის ხელმძღვანელებისა და სპონსორების გაღიზიანების ეშინოდათ, კიმის ეს ყველაფერი საერთოდ არ ადარდებდა. აი, მისი რამდენიმე ციტატა:

2006 წელს ბრაზილიის გრან პრიზე მას მარტინ ბრანდლი პირდაპირ ეთერში მიუახლოვდა და ჰკითხა:  - შენ პელეს პრეზენტაცია გამოტოვე. ამას როგორ გადაიტან?

- ჰო. კუჭში გავდიოდი“. - უპასუხა კიმიმ.

2012 წლის აბუ დაბის გრან პრიზე კიმი განსაკუთრებით გაღიზიანებული იყო. სარბოლო ინჟინრის ინსტრუქციას მან ასე უპასუხა: „უბრალოდ შემეშვით, ვიცი რასაც ვაკეთებ!“ მოგვიანებით კი უთხრეს, რომ საბურავებს გაფრთხილებოდა. – „ ხო, ხო, ხო, ამას სულ ვაკეთებ. არაა აუცილებელი ყოველ 10 წამში შემახსენოთ“. როგორც ჩანს, მან ნამდვილად იცოდა, რასაც აკეთებდა, რადგან რბოლაში გაიმარჯვა.

ინტერვიუერი: რომელია რბოლის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი?
კიმი: ვფიქრობ, ეს ყოველთვის სტარტია.
ინტერვიუერი: და ყველაზე მოსაწყენი?
კიმი: ახლა!

როცა საქმე ფულს ეხება, ის განსაკუთრებით ჭკვიანია

ამისთვის, ალბათ უფრო მისი მენეჯერი უნდა შევაქოთ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ ერთი ტიტული მოიგო, ის ფენომენალურად მდიდარი გახდა. მისი ქონების ღირებულება $200-250 მილიონია. მასზე მეტი მხოლოდ, შუმახერმა, ალონსომ და ჰამილტონმა გამოიმუშავეს. 2009 წელს კი ის ტაიგერ ვუდსის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი იყო.

ყველაზე საინტერესო გარიგება 2010 წელს შედგა. კონტრაქტით Ferrari-ს კიმი რაიკონენი და ფელიპე მასა ჰყავდა. თუმცა, მათ ბოლიდში ფერნანდო ალონსოს ხილვა სურდათ. ფინელ პილოტს მათ £20 მილიონი გადაუხადეს იმისთვის, რომ იმ წელს რბოლებში მონაწილეობა არ მიეღო.

შემდეგ კი მან Lotus-ის გუნდი კინაღამ გააკოტრა. გუნდთან მისი კონტრაქტი იმას ნიშნავდა, რომ ის ხელფასსაც მიიღებდა და ბონუსებსაც. გუნდს მისთვის თითოეული დაგროვილი ქულისთვის €50,000 უნდა გადაეხადა. ალბათ, გუნდს არც კი წარმოედგინა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდა. კიმი პოდიუმზე 13-ჯერ აღმოჩნდა, ორჯერ მოიგო და 390 ქულა მოაგროვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან ბონუსად €19.5 მილიონი მიიღო!

ის უნივერსალური პილოტია

ფორმულა 1-ში კარიერის დასრულების შემდეგ, პილოტები ხშირად ავტოსპორტის სხვა სახეობებში აგრძელებენ ხოლმე ასპარეზობას. როცა ფორმულა 1-დან ორი წლით იყო წასული, მან ყველაფერი სცადა: თოვლის ავტომობილები, NASCAR-ი და რალის მსოფლიო ჩემპიონატი და მას ეს მხოლოდ ფულისთვის ნამდვილად არ გაუკეთებია.

კიმის წვეულებები უყვარს

თანამედროვე პილოტების უკან დიდი სპონსორები და უზარმაზარი კომპანიები დგას, მათ სტილს კი წვეულებების სიყვარული არ უხდება. თუმცა, კიმის არც ეს ადარდებს. 2013 წელს ბაჰრეინისა და ესპანეთის გრან პრის შორის კიმიმ 16 დღით „აიშვა“. „მთელი ზაფხული იყო ნაკლები რბოლა და მეტი წვეულება. ახალი არაფერია. ჩემთვის ეს ნორმალურია. გარედან ეს ცოტათი უცნაური ჩანს, მაგრამ, ჩემი აზრით, წარსულში ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა“, - თქვა მან. ორივე რბოლის შემდეგ კიმი პოდიუმზე იდგა.

30 ნოემბერს @TheBishF1-მა „ტვიტერზე“ დაპოსტა: „ამ დღეს 2004 წელს კიმიმ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ გრან კანარიას ღამის კლუბში გასაბერ დელფინზე იჯდა. „ვწუხვარ. ცოტა დავლიე, ვცეკვავდი. რატომ ვიჯექი გასაბერ დელფინზე? რატომაც არა?“ ამ დროს მისი ხელმძღვანელი რონ დენისი იყო. არაგვგონია, ის ამ ფაქტით გამხიარულებულიყო.

კითხვაზე ჰქონდა თუ არა გავლენა წვეულებების სიყვარულს უარყოფითი გავლენა მის კარიერაზე, მან უპასუხა: „სრულიად არა“.

ის ჯეიმს ჰანტის ნამდვილი გულშემატკივარია

ჯეიმს ჰანტი ცნობილი იყო უდისციპლინობითა და წვეულებების სიყვარულით. გასაკვირი არაა, რომ კიმი მისი გულშემატკივარია. 2012 წელს მონაკოს გრან პრიზე ის ჩაფხუტით გამოვიდა, რომელიც 1970-იანებში ჰანტის ჩაფხუტის რეპლიკა იყო. მასზე 1976 წლის მსოფლიო ჩემპიონის სახელი დიდი ასოებით ეწერა.

კიმიმ პატარა გულშემატკივარი გაახარა

„ფერარის“ გუნდში კიმის ინტერვიუები ერთ სიტყვამდე, უფრო სწორად შორისდებულამდე დავიდა: „ბვოაჰ“ - პასუხობდა კიმი ყველა შეკითხვაზე. თუმცა, ეს გასაკვირი არც არის. მის გუნდს მისთვის რბოლისთვის სასმელი წყლის დამონტაჟება და საჭის მიცემაც კი ავიწყდებოდა.

თუმცა, იყო დასამახსოვრებელი მომენტიც. 2017 წლის ესპანეთის გრან პრიზე კიმი რბოლას პირველივე წრეზე გამოეთიშა. კადრში გამოჩნდა პატარა ბიჭი. რომელიც ფინელს გულშემატკივრობდა და ავარიის შემდეგ ტიროდა. „ფერარიმ“ ბიჭის ოჯახი იპოვა და კიმისთან შესახვედრად დაპატიჟა. ფინელმა პილოტმა პატარა გულშემატკივართან ფოტოები გადაიღო და საკუთარი 7-ნომრიანი კეპიც აჩუქა.

ის ფორმულა 1-ის ძველმოდური პილოტია

მიუხედავად იმისა, რომ კიმიმ მხოლოდ 1 ტიტული მოიგო, ის ნამდვილი ლეგენდაა და მის გვარს ხშირად სენას, შუმახერის და სხვა დიდებული პილოტების გვერდით მოიხსენებენ. ნიკი ლაუდა ფიქრობდა, რომ ფორმულა 1-ში ნამდვილი მამაკაცები აღარ იყვნენ.

კიმის თქმით, კი თავად იყო ერთადერთი იმედი. ერთადერთი ადამიანი ტრასაზე, რომელიც იმ შეხედულებებსა და ცხოვრების სტილს იზიარებდა, რომლებმაც წლების წინ სხვა პილოტები ლეგენდად აქცია. პილოტი წითელი წიგნიდან. შუმახერის, ალონსოს და რაიკონენის გარდა, არც ერთი პილოტი მონაწილეობა რბოლებში ტიტულის მოგების შემდეგ 14 წლის განმავლობაში. 

„ყინულის კაცი“ ნამდვილი ლეგენდაა და ჩვენ ის ძალიან მოგვენატრება.

გაზიარება: