Aa Aa
3 ივნისი 2022  |  10:10

Jeep-ს თავის რეკლამაში შინაური დინოზავრი ჰყავს

Jeep-ი სარეკლამო კამპანიით „იურული პერიოდის პარკის“ ბოლო ფილმს ეხმაურება.  

თითქმის უკვე 20 წელია, რაც ფილმმა „იურული პერიოდის პარკი“ დინოზავრები ამ სამყაროს დაუბრუნა. ახლა ეს საგა Jurassic World Dominion-ით დასრულდება, რომლის პრემიერაც 9 ივნისს შედგება. Jeep-ი ბოლო გასეირნებისთვის მზადაა, ოღონდ ამჯერად დინოზავრები Wrangler-ს კი არ მისდევენ, არამედ ავტომობილში სხედან.

ეს Jeep-ის ახალი გლობალური სარეკლამო კამპანიაა და 2022 წლის ყველაზე პოპულარულ ფილმთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. ვიდეოში Jeep Wrangler 4xe-ს მფლობელი პატარა დინოზავრს შინაურ ცხოველად იყვანს. დინოს ახალი მამიკო პატარა ხორცისმჭამელს იცავს. Wrangler-ში ჩაძინებული დინოზავრი კი ძალიან საყვარელია. შემდეგ დედა დინოზავრი ჩნდება და ყველაფერს ანადგურებს.

თუ ფიქრობთ, რომ ეს დედა და შვილი ტი-რექსები არიან, მაშინ თქვენ ცდებით. ამ დინოზავრს კარნოტაურუსი ჰქვია. ის გვიან ცარცულ პერიოდში ცხოვრობდა და მისი ნამარხები ძალიან მცირე რაოდენობითაა აღმოჩენილი. ის ტი-რექს ძალიან ჰგავს. კარნოტაურუსი ციფრულად არასდროს გაუცოცხლებიათ. სპეციალურად ამ რეკლამისთვის Jeep-მა ეს დინოზავრი სიცოცხლეს დაუბრუნა.  

რა თქმა უნდა, Jeep-ს ურჩევნია, რომ ყურადღება Wrangler-ზე გავამახვილოთ. აღმასრულებელი დირექტორის კრისტიან მენიეს თქმით, კომპანიას სურს, რომ ამ ფილმთან დაკავშირებული სპეციალური ვერსია შემოგვთავაზოს. თუმცა, ამ ეტაპზე მენიეს დაზუსტებით არაფერი უთქვამს.

გაზიარება: