Aa Aa
4 მარტი 2023  |  10:13

Tesla Model S Plaid-ი 267 კმ/სთ-ს წამებში აღწევს

1020 ცხენის ძალა ხელწამოსაკრავი სიმძლავრე აშკარად არ არის.

გახსოვთ ის დრო, როდესაც სპორტული ელექტრო ავტომობილის ცნება დასაცინი იყო? ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ნორმალური იყო. თუმცა, მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და რაღაცები შეიცვალა. რას ვგულისხმობთ? ნახეთ ქვემოთ მიბმული ვიდეო, რომელშიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი 4-კარიანი ავტომობილი ჩქარდება.

2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც Tesla გამოჩნდა, ელექტრო მანქანებს დიდი წონა და ცუდი აჩქარება ახასიათებდათ. ჯერემი კლარკსონმა პირველ Roadster-ს სარკაზმით „ბიბლიურად სწრაფიც“ უწოდა. დღეს კი მოყვარულები იმაზე ბჭობენ, თუ რომელი თანამედროვე „სუპერქარი“ დაეწევა უახლეს Model S-ს.

ამ ვიდეოში მძღოლი გერმანიის ისეთ ავტობანზე გადაადგილდება, რომელზეც სიჩქარის შეზღუდვა არ არის. ეს იდეალური ადგილია იმ ავტომობილის გამოსაცდელად, რომელიც 0-დან 100-მდე 1.9 წამში ჩქარდება. დიახ, ეს Model S Plaid-ის შესაძლებლობებში შედის.

ელექტრომობილებს რომ სწრაფი აჩქარება შეუძლიათ ეს ვიცით. თუმცა, ლითიუმის ბატარეების მქონე მანქანებს მაღალი მაქსიმალური სიჩქარე არ აქვთ. Model S Plaid-ი კი ავტობანზე 267 კმ/სთ-ს ავითარებს, რაც ელექტრომობილისთვის შთამბეჭდავი შედეგია.

გაზიარება: