Aa Aa
17 ოქტომბერი 2023  |  17:06

უცნაურობა - ფერადი ავტომობილები ღირებულებას უფრო მეტად ინარჩუნებს

გზები უფრო ნაცრისფერია ვიდრე ოდესმე - აშშ-ში ავტომობილების 78% თეთრი, შავი, ნაცრისფერი ან ვერცხლისფერია. ფერადი მანქანების ღირებულება კი მზარდია.

მოყვარულებისთვის, რომლებსაც ცხოვრება უფრო ფერადი მოსწონთ, ვიდრე ნაცრისფერი, კარგი და ცუდი ამბავი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ თეთრი, შავი და ნაცრისფერი ავტომობილები უფრო პოპულარული გახდა, ფერადი ავტომობილები დღეს ღირებულებას უფრო მეტად ინარჩუნებს, ვიდრე ოდესმე.  

2023 წელს ყველაზე პოპულარული ფერი თეთრი გახლავთ. წელს აშშ-ში გაყიდული ავტომობილების 26.2% სწორედ თეთრია. მეორე ადგილზე შავია, ხოლო მესამეზე - ნაცრისფერი. სხვათა შორის, 2018 წელს ყველაზე პოპულარული ფერი შავი იყო. საინტერესო ისაა, რომ აშშ-ს გზებზე ავტომობილების 78.6% შავი, თეთრი, ვერცხლისფერი ან ნაცრისფერია. 

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფერში შეღებილი ავტომობილების შეძენა კარგი ინვესტიციაა. პანდემიის შემდეგ უჩვეულო ფერის ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა. მაგალითისთვის, 2018 წლის შემდეგ ბეჟი ფერის ავტომობილების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა.

გზებზე უფერული ავტომობილების რაოდენობა არის ის მიზეზი, რატომაც 2023 წელს ფერადი ავტომობილები ღირებულებას უფრო მეტად ინარჩუნებს. მეორადი ავტომობილების ბაზარზე ყვითელი და მწვანე ავტომობილები ყველაზე ძვირად იყიდება. აღსანიშნია, რომ ბოლო პერიოდში ამ ფერებში მდიდრული კლასის ავტომობილებიც გამოდის. ასევე, დიდი მოთხოვნაა ლურჯ და წითელ ავტომობილებზეც. წითელი ფერი ხუთი წლის წინ აშშ-ში ყველაზე პოპულარული ფერადი ფერი გახლდათ. თუმცა წელს, ამ ფერის ჰეჩბეკებს, სედანებსა და SUV-ებს მწარმოებლები ნაკლებად უშვებენ.

გაზიარება: