Aa Aa
14 მაისი 2020  |  17:53

Bugatti-ის სტაჟიორმა Type 35-ზე დაყრდნობით სასწაული დიზაინი შეიმუშავა

სამსახურის აღწერა: ყავის გაკეთება და Vision Gran Turismo-ს კონცეპტის მემკვიდრეს დიზაინის შემუშავება.

ჯერ კიდევ 2015 წელს ჰოლანდიელმა დიზაინერმა ანდრიეს ვან ოვერბიკმა ფუტურისტული ფორმულა 1-ის დიზაინი გამოაქვეყნა, რაც 2017 წლის ბოლიდის „რეალური“ მომავალი დიზაინი უნდა ყოფილიყო. რეალობაში კი ყველას გული დაწყდა, როდესაც 2017 წელს ნამდვილი ბოლიდები ვიხილეთ, იმ თვალწარმტაც დიზაინთან ერთ საერთო ელემენტსაც კი არ იზიარებდა.

ოვერბიკის ვირტუალური კონცეპტების დიზაინები იმდენად შთამბეჭდავი ნამუშევრები იყო, რომ Bugatti-მ მას ბრენდის „დიზაინის სტუდიოში“ სტაჟირება შესთავაზა.

5-წლიანი მუშაობის შემდეგ ოვერბიკმა მისი მორიგი პროექტი წარადგინა. ავტომობილი Bugatti Vision Gran Turismo კონცეპტის სულიერ შთამომავლად ისახება და მისი დიზაინის შთაგონების წყაროდ ლეგენდარული Type 35 იქცა.

„Type 35-ის ფორმები, თავისი გრძელი ცხვირით და მოჭრილი უკანა ნაწილით, ახალი მღძოლის კაბინაში კარგად ისახება,“ - ამბობს ოვერბიკი. თუმცა ჩვენი ყურადღება ყველაზე მეტად 3-დონიანი უკანა ფრთა მიიქცია, რომელიც ამ კაბინას გარშემო აკრავს.

 

ობერვიკის დიზაინზე მუშაობის პროცესს თავად „ბუგატის“ დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აკიმ ანშაიტი და ექსტერიერის დიზაინის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი საშა სელიპანოვი (ახლა Koenigsegg-ის დიზაინის ხელმძღვანელი) კურირებდა.

ძალიან საინტერესო ნამუშევარია, რომელიც კარგი გამოხმაურების შედეგად შესაძლოა მინიმუმ Gran Turismo-ს თამაშში ვიხილოთ.

გაზიარება: