ევროკავშირი, ჩინეთი, ელექტრომობილები, ბიუაიდი, ევროპა, იქსპენგი
Aa
Aa

ჩინური Xpeng-ი ევროპაში ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა Xpeng-მა, ავსტრიულ საინჟინრი ფირმა Magna Steyr-თან პარტნიორობით, ევროპაში პირველი საწარმოო ხაზის გახსნა დააანონსა. ოფიციალური განცხადების თანახმად, Xpeng-ი ევროპაში ელექტრომობილების, მათ შორის  G6-ისა და G9-ის წარმოებისთვის Magna-ს ობიექტს გამოიყენებს.

წარმოების ევროპაში ლოკალიზებით, Xpeng-ი ჩინურ ავტომობილებზე დაწესებული ტარიფებისგან თავის დაღწევას ცდილობს. აღნიშნული ტარიფები შიდა მწარმოებლების არასამართლიანი კონკურენციისგან დაცვას ემსახურება და ისინი, ევროპის კავშირმა 2024 წელს დააწესა. გადაწყვეტილებით, ევროპაში ჩინური ავტომობილების იმპორტზე გადასახადი, ზოგიერთი კომპანიისთვის, 45.3%-მდეც კი იზრდება.

ავსტრიული ქარხანა Xpeng-ის ინდონეზიაში არსებული ქარხნის მოდელს მიჰყვება, რომელზეც მუშაობა კომპანიამ ივლისში დაიწყო. Xpeng-ის მსგავს მიდგომას იზიარებს BYD-იც, რომელმაც ევროპაში, კერძოდ უნგრეთსა და თურქეთში, მომავალი წლიდან, ეტაპობრივად, ელექტრომობილების წარმოებას იწყებს.

Xpeng-მა კვლევისა და განვითარების ცენტრის ოპერირება დაიწყო მიუნხენშიც, რომელმაც ამ თვის დასაწყისში, IAA Mobility-ზე ჩინეთიდან ათზე მეტ ავტომწარმოებელის უმასპინძლა. განცხადების თანახმად, კვლევისა და განვითარების ცენტრი Xpeng-ს Magna-ს ქარხანაში წარმოებული ელექტრო სედანების მსგავსი მეტი მოდელის შემუშავებაში დაეხმარება და ევროპული ბაზრისთვის მისი ხაზის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს.

 

მსგავსი სიახლეები