Aa Aa
23 ივნისი 2020  |  14:38

707-ცხენისძალიანი მონსტრი ამერიკიდან: 2020 წლის Charger SRT Hellcat

Charger SRT Hellcat-ს იმაზე დიდი საბურავები და მეტი ცხენის ძალა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სედანს სჭირდება.მიუხედავად იმისა, რომ 707 ცხენის ძალა, 4 კარი და 305/35R-20 საბურავები აქვს, ეს ჯერ კიდევ Charger-ია დიდი უკანა სავარძლებით და დიდი მოცულობის საბარგულით. ყველა Hellcat-ის გული V8 ძრავაა, რომელსაც შესანიშნავი ხმა აქვს. ამ მანქანით ბოლის დაყენება ნამდვილი სიამოვნებაა. აჩქარება გაგაოცებთ. ექსტერიერის ახალი დეტალები კი მანქანას კიდევ უფრო აგრესიულ შესახედაობას აძლევს. 2020  წლის Charger SRT Hellcat-ის მთავარი პლუსი არა მის გარეგნობაში, არამედ ძალაშია. ეს არის ავტომობილი, რომელიც ოჯახის სასეირნოდ წასაყვანად და გიჟური გასეირნებისთვის ერთნაირად გამოსადეგია.  

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

2020 წლისთვის Dodge-მა Charger SRT Hellcat-ის ხაზი widebody-ს დამატებით გააფართოვა. განახლებები ექსტერიერს ეხება და ახლა ავტომობილს უფრო აგრესიული შეხედულება აქვს.Hellcat-ი უფრო ხისტ დაკიდების სისტემას გვთავაზობს. უფრო ფართო საბურავები მანქანის მართვადობას აუმჯობესებს. Daytona 50th Anniversary Edition ვერსიას 10-ით მეტი ცხენის ძალა  და უნიკალური დეტალები აქვს. ის მხოლოდ 500 ეგზემპლარად გამოვა.

ფასი:

  • Charger SRT Hellcat: $71,140
  • Daytona 50th Anniversary Edition: $75,635

    ადამიანების უმეტესობა ალბათ შეზღუდული გამოშვების Daytona ვერსიას ამჯობინებს, თუმცა, რამდენად ღირს ამ ავტომობილში დამატებითი თანხის გადახდა, ეს უკვე სხვა საკითხია. საბაზისო ვერსიის შეძენა უფრო ადეკვატური არჩევანია. წინა წლის მოდელთან შედარებით, ამ მანქანის ფასი $2150-ით გაიზარდა. 2020 წლის Charger SRT Hellcat-ს გაუმჯობესებული აუდიო სისტემა, ნავიგაცია და Power Convenience პაკეტი აქვს. ამ პაკეტის შეძენის შემთხვევაში ავტომობილს ადაპტირებადი სავარძლები და სხვა ფუფუნების დეტალები ემატება. 

    ძრავა და მართვადობა

    საკამათო არაა, რომ Hellcat-ის მთავარი ძლიერი მხარე მისი ძრავაა. 6.2-ლიტრიანი V8 ძრავა 707 ცხენის ძალას 881ნმ-ს გამოიმუშავებს. შეზღუდული გამოშვების Daytona 50th Anniversary-ის შემთხვევაში პროგრამული განახლებით მანქანის ცხენის ძალების რაოდენობა 717-ს აღწევს. 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით ძალა უკანა თვლებს გადაეცემა. 0-100კმ/სთ-მდე 3.7 წამში აღწევს.

    მანქანის ძალის კონტროლი არც თუ ისე ადვილა. მღძოლს ავტომობილის მოჭიდების შენარჩუნებისთვის დიდი ყურადღება სჭირდება. უფრო სქელი საბურავებითა და შასის ხისტი კომპონენტებით, მანქანა მოსახვევებს უკეთ უმკლავდება. სამწუხაროდ, საჭე და წინა თვლები ერთმანთთან ჰარმონიაში ისევ არაა. საჭე საკმაოდ მძიმეა და მის მოძრაობაზე რეაგირებაც დაგვიანებულია.

    საწვავის მოხმარება

    ამ ავტომობილისგან, რა თქმა უნდა, ეკონომიურობას არც უნდა ველოდოთ და არც არის. ქალაქში 100კმ-ზე 19.6 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე კი - 11.2 ლიტრს.

    ექსტერიერი და ინტერიერი

    Charger Hellcat 2015 წელს გამოვიდა. მისი გარეგნობა მაშინაც საინტერესო იყო. ექსტერიერი 2020 წლისთვის ცოტათი მოძველებულია, მაგრამ მცირედი ცვლილებებით Dodge-მა მისი გარეგნობის დახვეწა შეძლო. ავტომობილი ახლა უფრო აგრესიულად გამოიყურება. ბამპერის წინა და უკანა საფარი, ფრთები გაფართოებულია. კაპოტი, დიდი ცხაურა და ჰაერის შემწოვი უცვლელი დარჩა. მართალია, ექსტერიერის დეტალები განახლებულია, მაგრამ აღჭურვილობა იგივე დარჩა. ავტომობილს ისევ HID წინა მაშუქები, მაყუჩის ორმაგი მილები, გათბობადი გვერდითა სარკეები და 20-იანი დისკები აქვს. Daytona Edition-ს თეთრი ხაზები და უნიკალური Warp Speed დისკები აქვს.

    ინტერიერი ამ ავტომობილის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. სალონში გამოყენებული ზოგიერთი მატერია არც თუ ისე ხარისხიანია. წინა და უკანა სავარძლებზეც მგზავრებისთვის ფეხისა და თავს ზემოთ სივრცე საკმარისზე მეტია. წინა წლებისგან ბევრად არ განსხვავდება, თუმცა, სტანდარტული ფუნქციები საკმარისზე მეტია. ტყავის საფარი, გათბობადი და გაგრილებადი სავარძლები სტანდარტულია. Carbon & Suede პაკეტის შემთხვევაში ინტერიერში კარბონის მეტი დეტალია. სალონში ნივთებისთვის ცოტა ადგილია და უკანა საბარგულში 7 ჩემოდანი ეტევა.   

    საინფორმაციო-გასართობი სისტემა

    2020 წლის Charger SRT Hellcat-ის საინფორმაციო-გასართობი სისტემა კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი მოხმარება ძალიან ადვილია. სისტემა ბრძანებებზე სწრაფად რეაგირებს. 8.4-ინჩიანი საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი მძღოლის და მგზავრის სავარძლიდანაც კარგად ჩანს. გამოწერის შემთხვევაში თქვენ ერთი წლით SiriusXM სატელიტურ რადიოს, Apple CarPlay-ს, Android Auto-ს და Bluetooth-ს მიიღებთ. არჩევითი Uconnect 4C Nav სისტემა გადატვირთული ქალაქების ცენტრებში დამაბნეველია, ამიტომ ჩვენ Android-ის ან Apple-ს ნავიგაციის სისტემებს გირჩევთ. 6-დინამიკიანი აუდიო სისტემა სტანდარტულია, თუმცა, 19-დინამიკიანი Harman Kardon-ის სისტემის არჩევა შესაძლებელია. 

     

     უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

    2020 წლის Charger SRT Hellcat-ი National Highway Traffic Safety Administration-ს (NHTSA) ან Insurance Institute for Highway Safety-ს (IIHS) ჯერ არ შეუმოწმებია. ამ სედანს რამდენიმე სტანდარტული ფუნქცია აქვს, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი სისტემები, მაგალითად, როგორიცაა კრუიზ კონტროლი და ავტომატური დამუხრუჭების სისტემა, ხელმისაწვდომი არაა. ძირითადი უსაფრთხოების სისტემებია: 

    • სტანდარტული უხილავი წერტილის მონიტორინგი;
    • სტანდარტული უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილება;
    • სტანდარტული პარკირების უკანა სენსორი.

    ვერდიქტი

    Dodge Charger SRT Hellcat-მა დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე სამყაროში ამერიკული მანქანების ხედვის განვითარებაში. ის ბევრ სტერეოტიპს არღვევს. მაგალითად იმას, რომ მხოლოდ მდიდრული გარეგნობის ავტომობილით შეიძლება გამოირჩეოდე. 2020 წლისთვის კი უფრო ხისტი დაკიდებით და დიდი საბურავებით, ამ მანქანის მართვადობა გაუმჯობესებულია. ყოველდღიურობისთვის პრაქტიკულია, თუმცა, არაეკონომიურია. ინტერიერი დიდი და ტევადია. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი არც თუ ისე მაღალია, იმედგაცრუებულს მაინც არ დაგტოვებთ. საინფორმაციო-გასართობი სისტემა კარგი ხარისხისაა. თუმცა, მანქანის მთავარი მარგალიტი მისი ძრავა და უზარმაზარი ძალაა, რომელიც ავტომოყვარულების გულებს იგებს. ამ ყველაფრის გამო, ეს ავტომობილი ევროპული მანქანების მოყვარულთა პატივისცემასაც კი იმსახურებს. 

    გაზიარება: