სუვი, ელექტრომობილები, ფოლცვაგენი, ფოლკსვაგენი, იქსპენგი, ჩინური ელექტრომობილები, ფოლკსვაგენ აიდი უნიქს 08
Aa
Aa

Volkswagen-მა, ჩინურ Xpeng-თან პარტნიორობით, პირველი მოდელი უკვე გამოუშვა

Volkswagen-ისა და ჩინური Xpeng-ის თანამშრომლობამ შედეგი გამოიღო. სულ რაღაც ორ წელზე ნაკლებ დროში, რაც ავტომწარმოებლებმა ძალები გააერთიანეს, ახალი ელექტრომობილის, ID. Unyx 08-ის სერიული წარმოება დაიწყო. რაც მთავარია, ავტომობილის ფასი მოლოდინზე ბევრად მისაღები აღმოჩნდა.

ჩინეთში წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. მოდელის საწყისი ფასი 239 900 იუანია (დაახლოებით 34 700 დოლარი), ხოლო ძვირადღირებული კომპლექტაცია 299 900 იუანი (43 000$) ღირს. შედარებისთვის, აშშ-ში ბევრად პატარა ID.4-ის ფასი $45,000-დან იწყება, მაშინ როცა ID.Unyx 08 მას ტექნოლოგიებითა და მონაცემებით საგრძნობლად აღემატება.

ახალი ქროსოვერის დიზაინი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც VW დასავლეთის ბაზარზე ყიდის. მისი სიგრძე 5 მეტრია, თვლების ბაზა კი 3030მმ-ს შეადგენს, რაც სალონში მაქსიმალურ სივრცეს უზრუნველყოფს.

ID. Unyx 08 800-ვოლტიან ელექტრო არქიტექტურაზეა აგებული და CATL-ის წარმოების 82 კვტ.სთ ან 95 კვტ.სთ მოცულობის ელემენტებითაა აღჭურვილი. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს: უკანა ამძრავი ვერსია 308 ცხ.ძ-ით ან სრული ამძრავი (AWD) ვერსია, რომელიც 496 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს.

AWD მოდელი 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 4.9 წამში ახერხებს. 95 კვტ.სთ-იანი ბატარეების დამსახურებით, ავტომობილი ერთი დამუხტვით 730კმ-ს გადის. 315 კვტ-იანი სწრაფი დამუხტვის წყალობით კი, ელემენტის 10-დან 80%-მდე შევსებას მხოლოდ 20 წუთი სჭირდება.

რაც შეეხება ინტერიერს, ელექტრომობილი Xpeng-ის მეორე დონის ინტელექტუალური მართვის ასისტენტითაა აღჭურვილი. სალონში გვხვდება სამი ეკრანი: ციფრული ხელსაწყოთა დაფა, ცენტრალური მულტიმედიის დიდი ეკრანი და ცალკე ეკრანი მგზავრისთვის.

კომფორტის მოყვარულებს ავტომობილში დახვდებათ:

  • მასაჟორიანი სავარძლები;

  • ჩაშენებული მაცივარი;

  • პანორამული სახურავი;

  • 20-დინამიკიანი პრემიუმ აუდიო სისტემა.

Volkswagen-ის ეს ახალი მოდელი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ბრენდს განვითარება ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტებთან პარტნიორობით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები