ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის — 1.15 ლარამდე გაიზარდა
ბოლო 3 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის ფასი ჯამში 66 თეთრამდე, დიზელის კი 1.15 ლარამდეა გაზრდილი.
გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ — 30-52 თეთრით მოიმატა. ფასის ზრდის ტენდენცია გრძელდება ოქტომბერშიც.
„ბიზნესპრესნიუსმა“ შეადარა და დაითვალა სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგურის 14 ივლისისა და 14 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ფასები და გაძვირების ტენდენცია. გთავაზობთ მონაცემებს 3-თვიან ჭრილში:
Gulf
-
G-Force სუპერი — 4.65 ლარი (14 ივლისი — 4.09 ლარი) — ზრდა 56 თეთრი;
-
G-Force პრემიუმი — 4.33 ლარი (14 ივლისი — 3.69 ლარი) — ზრდა 64 თეთრი;
-
G-Force ევრო რეგულარი — 4.03 ლარი (14 ივლისი — 3.55 ლარი) — ზრდა 48 თეთრი;
-
G-Force ევრო დიზელი — 4.99 ლარი (14 ივლისი — 4.07 ლარი) — ზრდა 92 თეთრი;
-
ევრო დიზელი — 4.93 ლარი (14 ივლისი — 3.97 ლარი) — ზრდა 96 თეთრი.
Wissol
-
ეკო სუპერი — 4.64 ლარი (14 ივლისი — 4.12 ლარი) — ზრდა 52 თეთრი;
-
ეკო პრემიუმი — 4.32 ლარი (14 ივლისი — 3.69 ლარი) — ზრდა 63 თეთრი;
-
ეკო დიზელი — 5.07 ლარი (14 ივლისი — 4.04 ლარი) — ზრდა 1.03 ლარი;
-
ევრო დიზელი — 4.98 ლარი (14 ივლისი — 3.99 ლარი) — ზრდა 99 თეთრი;
-
ევრო რეგულარი — 4.08 ლარი (14 ივლისი — 3.55 ლარი) — ზრდა 53 თეთრი.
Socar
-
ნანო სუპერი — 4.62 ლარი (14 ივლისი — 4.04 ლარი) — ზრდა 58 თეთრი;
-
ნანო პრემიუმი — 4.31 ლარი (14 ივლისი — 3.65 ლარი) — ზრდა 66 თეთრი;
-
ნანო ევრო რეგულარი — 4.02 ლარი (14 ივლისი — 3.51 ლარი) — ზრდა 51 თეთრი;
-
ევრო 5 დიზელი — 4.90 ლარი (14 ივლისი — 3.95 ლარი) — ზრდა 95 თეთრი;
-
ნანო ევრო 5 დიზელი — 4.96 ლარი (14 ივლისი — 4.05 ლარი) — ზრდა 91 თეთრი.
Rompetrol
-
Efix სუპერი — 4.59 ლარი (14 ივლისი — 4.13 ლარი) — ზრდა 46 თეთრი;
-
Efix ევრო პრემიუმი — 4.26 ლარი (14 ივლისი — 3.70 ლარი) — ზრდა 56 თეთრი;
-
Efix ევრო რეგულარი — 3.96 ლარი (14 ივლისი — 3.55 ლარი) — ზრდა 41 თეთრი;
-
Efix ევრო დიზელი — 4.97 ლარი (14 ივლისი — 4.09 ლარი) — ზრდა 88 თეთრი;
-
ევრო დიზელი — 4.89 ლარი (14 ივლისი — 3.99 ლარი) — ზრდა 90 თეთრი.
Portal
-
სუპერი — 4.39 ლარი (14 ივლისი — 3.74 ლარი) — ზრდა 65 თეთრი;
-
პრემიუმი — 4.19 ლარი (14 ივლისი — 3.64 ლარი) — ზრდა 55 თეთრი;
-
ევრო რეგულარი — 3.94 ლარი (14 ივლისი — 3.44 ლარი) — ზრდა 50 თეთრი;
-
ევრო დიზელი — 4.94 ლარი (14 ივლისი — 3.79 ლარი) — ზრდა 1.15 ლარი;
-
ეფექტური დიზელი — 4.84 ლარი (14 ივლისი — 4.09 ლარი) — ზრდა 75 თეთრი.
Lukoil
-
სუპერი — 4.60 ლარი (14 ივლისი — 4.03 ლარი) — ზრდა 57 თეთრი;
-
პრემიუმი — 4.25 ლარი (14 ივლისი — 3.60 ლარი) — ზრდა 65 თეთრი;
-
რეგულარი — 3.99 ლარი (14 ივლისი — 3.45 ლარი) — ზრდა 54 თეთრი;
-
დიზელი — 4.97 ლარი (14 ივლისი — 3.99 ლარი) — ზრდა 98 თეთრი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს