აშშ-ში საწვავის ფასმა კიდევ ერთი საინტერესო ანტირეკორდი დაამყარა
თუ გეჩვენებათ, რომ ხელმისაწვდომი ბენზინის დრო წარსულს ჩაბარდა, ეს ილუზია არ არის... აშშ-ში ბენზინის საშუალო ღირებულებამ გალონზე 4 დოლარიან ნიშნულს ზემოთ უკვე ზედიზედ 158 დაჰყო, რითაც 2022 წელს დამყარებული ისტორიული ანტირეკორდი მოხსნა.
ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად ბენზინის საშუალო ფასი $4.33-ს შეადგენს, რაც თებერვლის ბოლოს არსებულ $2.98-იან მაჩვენებელთან შედარებით 46%-იანი ზრდაა. საწვავის ფასის ასეთმა მკვეთრმა ნახტომმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა როგორც ამერიკელ მძღოლებს, ისე ზოგადად ინდუსტრიას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი ბენზინის მანქანების მფლობელები რთულ მდგომარეობაში არიან, დიზელის ძრავებზე მომუშავე ავტომობილების მძღოლების მდგომარეობა კიდევ უფრო კატასტროფულია — დიზელის საშუალო ეროვნული ფასი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 72%-ით გაიზარდა და $6.30 შეადგინა. აი კალიფორნიაში კი დიზელის ფასმა აპოკალიფსურ $8.41-მდე მიაღწია.
საწვავის ასეთი მაღალი ღირებულება ავტომატურად ზრდის სატვირთო გადაზიდვებისა და მიწოდების ხარჯებს, რაც საბოლოო ჯამში ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქტზე აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები ამერიკელებთან შედარებით ყოველთვის უფრო ძვირს იხდიდნენ, ფასების ზრდის ტალღამ ევროპაც მოიცვა. დიდ ბრიტანეთში 1 ლიტრი ბენზინის ფასმა £1.75-ს მიაღწია (რაც აშშ-ის გალონზე გადაანგარიშებით დაახლოებით $8.79 შეადგენს).
მიუხედავად პოლიტიკური დაპირებებისა და საწვავის ბაზრის სტაბილიზაციის მცდელობებისა, ენერგომატარებლების ფასები რეკორდულ ნიშნებზე ნარჩუნდება, რაც ავტომობილების მფლობელებს იძულებულს ხდის უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ საწვავის ეკონომიასა და ჰიბრიდულ თუ ელექტრულ ალტერნატივებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს