Aa Aa
12 ოქტომბერი 2020  |  18:15

მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სიჩქარის კამერა: როგორ მუშაობს ის?

ჩვენ აგიხსნით როგორ უნდა იცნოთ მსოფლიო სტანდარტის სიჩქარის კამერები და როგორ აფიქსირებენ ისინი სიჩქარის გადაჭარბებას.

თანამედროვე ავტომობილი უფრო და უფრო მძლავრი ხდება. მაღალი სიჩქარის განვითარება ისეა გამარტივებული, როგორც არასდროს. მსოფლიოს ურბანული ადგილები და ჩქაროსნული გზის თითქმის ყველა მონაკვეთი კი თანამედროვე სტანდარტების სიჩქარის კამერებით კონტროლდება. რამდენად მუშაობს ეს სისტემა? რამდენად არის შესაძლებელი, რომ თავი ავარიდოთ მათ?

სად შეიძლება შეხვდეთ სიჩქარის კამერებს?

ოფიციალურად სიჩქარის კამერები გზის ისეთ მონაკვეთზე უნდა განთავდეს, სადაც მანქანების ნაკადთა მიმოქცევა განსაკუთრებულ სიფთხილეს საჭიროებს. კამერებით კონტროლდება ის ადგილებიც, სადაც სიჩქარის გადაჭარბება მკაცრად არის შეზღუდული. მაგალითად, დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები და სხვა.

სიჩქარის ცვალებადი შეზღუდვა ჩვეულებრივ გზებზე, ჩვეულებრივი კამერებით არ ხორციელდება. სპეციალურ კამერებს „Smart Motorway-ს“ ტიპის გზებზე ან ისეთ მონაკვეთებზე იყენებენ, სადაც გზის სარემონტო სამუშაოები მინდინარეობს. მათი აქტიური გამოყენება მხედველობის შემზღუდავ კლიმატურ პირობებშიც გვხვდება. ასეთ მონაკვეთებზე განთავსებულ კამერებს Hadecs 3 ეწოდება. მონიტორინგის ეს საშუალება მაღალი ხილვადობის საღებავით არ არის შეღებილი. ისინი გზის გამყოფ ან განაპირა ადგილებშია განთავსებული და ნაცრისფრად არის შეღებილი. მათი საშუალებით, როგორც ცვალებადი სიჩქარის შეზღუდვა, ისე ფიქსირებული სიჩქარის მონიტორინგიც არის შესაძლებელი.

ყველა სიჩქარის კამერა ერთნაირია?

ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიჩქარის კამერა SPECS-ის კამერებია. ისინი გზის განაპირა მხარეს არის დამონტაჟებული და 200 მეტრის ინტერვალში იდგმება. ახალი SPECS 3-ის ინტერვალი 75 მეტრს შეადგენს.

არსებობს VECTOR-ის კამერებიც, რომლებიც SPECS-ის მსგავსად გამოიყურება, თუმცა, უფრო მრავალმხრივი გამოყენებისაა. მათი საშუალებით ავტობუსის ზოლები, შუქნიშნები და სხვადასხვა საგზაო წესები კონტროლდება. ისინი შესაძლოა ნაკადის მიმართულებით ან საპირისპიროდ იყოს განთავსებული.

როგორ ზომავენ კამერები სიჩქარეს?

მსოფლიო სტანდარტის შესაბამის კამერებს სიჩქარის გასაზომად ორი ერთმანეთთან დაკავშირებული კამერა სჭირდება. დაკავშირებული კამერების რაოდენობა კი შეუზღუდავია.

როდესაც ავტომობილი პირველ კამერას გასცდება, მისი სანომრე ნიშანი ფიქსირდება და მომავალ კამერამდე მისვლამდე მისი იდენტიფიცირების პროცესი სრულდება. ავტომობილის მეორე კამერასთან გამოჩენისას პირველი კამერიდან დანიშნული დრო ითვლება. მანძილისა და დროის თანაფარდობით კი - სიჩქარე. იმ შემთხვევაში, თუ გამოთვლილი სიჩქარე დასაშვებს აღემატება, სამართლებრივი ნორმა სრულდება.

საქართველოში სამართლებრივი ნორმის აღსრულების შესახებ, 2017 წლის პირველ ნოემბრამდე, მოქალაქეები წერილით იგებდნენ, რომელიც მათ სახლში იგზავნებოდა. 2017 წლის პირველი ნოემბრის შემდეგ კი მათ მოკლე ტექსტური შეტყობინება პირად მობილურ ტელეფონზე ეგზავნებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ თქვენ მობილური ტელეფონის ნომერი შეიცვალეთ, ვიდეო ჯარიმების შესახებ წერილი ძველ ნომერზე გამოგეგზავნებათ. გაუგებრობისგან თავის ასარიდებლად კი გირჩევთ, რომ ჯარიმები შესაბამის პლატფორმაზე თავად, პერიოდულად გადაამოწმოთ. 

გაზიარება: