როგორია მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების ახალი BMW-ები?
როგორც ყოველ წელს, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს წელსაც ახალი ავტომობილები ეყოლებათ. BMW-მ „ბლანკოსის“ მოთამაშეებს ახალი, მათთვის სასურველი მოდელები 2025-2026 წლის სეზონისთვისაც გადასცა. აღსანიშნავია ის, რომ გერმანული ავტომწარმოებლის კატალოგიდან მადრიდელებისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ სრულად ელექტრო მოდელები (i4, i5, iX, i7) და დამუხტვადი ჰიბრიდებია (მაგალითად, XM).
Marca-ს ცნობით, ახალი BMW-ები შემადგენლობის 25 მოთამაშესა და მთავარ მწვრთნელს გადაეცემათ — ოცდაექვსივე ავტომობილის ჯამური ღირებულება კი 4172450 ევროა — თუ სიმძლავრეებსაც შევკრებთ, ჯამურად მანქანები 16439 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.
მოთამაშეებს შორის ყველაზე პოპულარული მოდელი BMW i7-ია, რომელიც 2 შესაძლო ვერსიითაა წარმოდგენილი — 659-ცხენისძალიანი i7 M70-ითა და 544-ცხენისძალიანი i7 xDrive60-ით. i7-ის შემდეგ, სამეფო კლუბის ფეხბურთელებს ყველაზე მეტად დამუხტვადი ჰიბრიდი BMW XM მოსწონთ, რომელიც კატალოგში ყველაზე ძვირი (196800 ევროს ღირებულების) და ყველაზე მძლავრია (748 ცხენის ძალა).
„რეალის“ ვარსკვლავების უმრავლესობამ არჩევანი ძვირადღირებულ მოდელებზე შეაჩერა, თუმცა მათ შორისაც გამოერივნენ ისეთები, რომლებმაც შედარებით მოკრძალებული ღირებულების მქონე მოდელები აარჩიეს.
სრული სია კი ასე გამოიყურება:
- დინ ჰუისენი — XM (748 ცხენის ძალა — €196800);
- ფედე ვალვერდე — XM;
- ტიბო კურტუა — XM;
- ფერლან მენდი — XM;
- როდრიგო — XM;
- დანი სებალიოსი — XM;
- ორელიენ ჩუამენი — XM;
- ფრან გარსია — XM;
- ბრაჰიმ დიასი — XM;
- ჯუდ ბელინგემი — XM;
- დანი კარვახალი — i7 M70 (659 ცხენის ძალა — €187400);
- რაულ ასენსიო — i7 M70;
- ანდრეი ლუნინი — M5 Sedan (727 ცხენის ძალა — €164550);
- ვინისიუს ჟუნიორი — i7 xDrive 60 (544 ცხენის ძალა — €139800);
- ედერ მილიტაო — i7 xDrive 60;
- დავიდ ალაბა — i7 xDrive 60;
- ანტონიო რუდიგერი — i7 xDrive 60;
- არდა გიულერი — i7 xDrive 60;
- კილიან მბაპე — i7 xDrive 60;
- ენდრიკი — i7 xDrive 60;
- ალვარო კარერასი — i7 xDrive 60;
- ჩაბი ალონსო — i7 xDrive 60;
- გონსალო გარსია — i5 M60 Sedan (601 ცხენის ძალა — €114550);
- ედუარდო კამავინგა — iX60 (408 ცხენის ძალა — €105900);
- ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი — iX60;
- ფრანკო მასტანტუონო — i4 M60 (601 ცხენის ძალა — €80550).