Aa Aa
9 თებერვალი 2021  |  12:00

რა არის ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემა (ABS-ი)?

ანტიბლოკირების სისტემა უკვე ათწლეულზე მეტია რაც კანონით მოითხოვება.

ანტიბლოკირების სისტემა (ABS-ი), სავარძლის ღვედების შემდეგ, ალბათ, თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. სისტემით აღჭურვა აუცილებელობას 2004 წლიდან წარმოადგენდა, ხოლო ამ მოწყობილობით ავტომობილების წარმოება 60-იანი წლებიდან დაიწყო.

რატომ არის ABS-ი ასეთი მნიშვნელოვანი?

ავტომობილს გზასთან კონტაქტი მხოლოდ ოთხი პატარა ზედაპირით გააჩნია. თუ ერთ-ერთი ან ოთხივე მათგანი შეხების წერტილში მოჭიდებას დაკარგავს ავტომობილი სრიალს იწყებს. შედეგად მძღოლი კონტროლს კარგავს. ეს ყველაფერი ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, თუმცა, ხშირად მთავარი მიზეზი მყისიერი და ძლიერი დამუხრუჭებაა.

საავარიო მდგომარეობისას გამოუცდელი მძღოლი მუხრუჭის სატერფულს ბოლომდე ინსტიქტურად ჩააჭერს, რის შედეგადაც მანქანა გასრიალდება და გასაჩერებლად უფრო გრძელი მანძილი დასჭირდება. ამ ეფექტის აღმოსაფრხვრელად კი ABS-ი შეიქმნა.

ძლიერად დამუხრუჭებისას, სისტემა, ბორბლების ბლოკირებას თავიდან გარიდებთ. ეს ითარგმნება იმაში, რომ ბორბლები მუხრუჭისას ტრიალს განაგრძობს. იმისათვის, რომ ავტომობილმა დამუხრუჭებისას მოუხვიოს ბორბლები აუცილებლად უნდა ტრიალებდეს. შედეგად, მძღოლს დამუხრუჭება და მოხვევა ერთდროულად შეუძლია, რაც ავტოსაგზაო შემთხევისგან თავის არიდების საშუალებას იძლევა.

როგორ მუშაობს ABS-ი?

ABS-ის სისტემა თითოეული ბორბლის ტრიალის სიჩქარეს სენსორებით აკონტროლებს. დამუხრუჭებისას სისტემა გრძნობს, რომ ერთი ან რამდენიმე ბორბალი შესაძლოა ჩაიკეტოს. გასრიალების თავიდან ასარიდებლად ავტომატურად თიშავს მუხრუჭს, ბორბალი ტრიალს განაგრძნობს და შემდეგ ისევ ააქტიურებს. ეს ოპერაცია წამში 15-ჯერ ხორციელდება, რის შეგძნებასაც მუხრუჭის სატერფული იძლევა.

როგორ უნდა გავიგო მუშაობს თუ არა ჩემი ABS-ი?

როდესაც სისტემა აქტიურდება მუხრუჭის სატერფულზე პულსირებას იგრძნობთ. თუმცა, სისტემის დახვეწასთან ერთად მისი შემჩნევა უფრო და უფრო რთლი ხდება. გარდა ამისა, ჩვეულებრივი მართვისას შემჩნევა უფრო რთულდება, რადგან მისი ჩარევის საჭიროება სველ ასფალტზე უფრო ხდება. იმ შემთხვევაში, თუ სისტემას პრობლემა აქვს, მაჩვენებელთა დაფაზე გამაფრთხილებელი ნიშანი აინთება.

აღსანიშნავია ისიც, რომ რაც უფრო მეტი ტექნოლოგია ინტეგრირდება თანამედროვე ავტომობილებში, მით უფრო რთული გახდება ABS-ის წვლილისა და დამსახურების შეფასება საავტომობილო უსაფრთხოებაში.

გაზიარება: