რჩევები, ზამთარი, სასარგებლო რჩევა, სასარგებლო ინფორმაცია, საქარე მინა
Aa
Aa

როგორ ავირიდოთ თავიდან ზამთარში მინების დაორთქვლა?

ზამთრის მოსვლა მძღოლების დიდი ნაწილისთვის არაერთ თავის ტკივილთან ასოცირდება — მართალია, ზამთრის საბურავების შეძენა და ანტიფრიზის გამოცვლა ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც თითქმის ყოველდღიურად იჩენს თავს და იმდენადვე სახიფათოა, რამდენადაც გამაღიზიანებელი... დიახ, ნამდვილად მინების დაორთქვლას ვგულისხმობთ...

ასეთ დროს მინებზე ხელის გადასმა ზოლებსა და ლაქებს ტოვებს, ხოლო კლიმატკონტროლის სისტემის გამოყენება ან ფანჯრების ჩაწევა კი ხშირ შემთხვევაში დისკომფორტს იწვევს. სანამ ზოგიერთი ექსპერიმენტული მეთოდით (როგორიცაა კარტოფილი ან კბილის პასტა) სარგებლობას გადაწყვეტთ, მოდით ვნახოთ, რა იწვევს ამ პრობლემას და როგორ ვუპოვოთ მას მარტივი და პროფესიონალური გამოსავალი.

რატომ იორთქლება მანქანის მინები?

მინების დაორთქლვას ფიზიკის მარტივი კანონები განაპირობებს. როდესაც თბილი ჰაერი ცივ ზედაპირს ეხება, ის სწრაფად ცივდება და აირადი მდგომარეობიდან კონდენსატად, სითხედ იქცევა. ზამთარში სალონის შიგნით არსებული ჰაერი უფრო თბილია, ვიდრე მინა. გარდა ამისა, ადამიანის სუნთქვა მუდმივად გამოყოფს ტენს, რომელიც ცივ მინაზე ილექება. ასეთივეა ვითარება ზაფხულშიც, როცა კონდიციონერის ძლიერი მუშაობისას სალონი გრილდება, გარეთ კი ცხელა, რის გამოც მინის გარე მხარე იწყებს დაორთქლვას. 

მინების გასაწმენდად ყველაზე სწრაფი გზა მინის გათბობის ღილაკის ჩართვაა. მნიშვნელოვანია აქვე დარწმუნდეთ, რომ კლიმატკონტროლი გარედან ჰაერის შემოტანის რეჟიმზეა და არა ცირკულაციაზე. სალონში არსებული ნესტიანი ჰაერის გარეთ გატანა და მშრალი ჰაერის შემოქაჩვა პრობლემას წამებში აგვარებს.

კიდევ ერთი გამოსავალი სალონში ტენიანობის შემცირებაა — გამოიყენეთ რეზინის ხალიჩები, რომლებიც ნაჭრისგან განსხვავებით, ნესტს არ იწოვენ. კარგი ხრიკია სავარძლების ქვეშ ან საბარგულში სილიკა გელის პატარა პაკეტების განთავსებაც, რომლებიც ზედმეტ ტენს შთანთქავენ. ამასთანავე, მოერიდეთ „სახლური მეთოდების“ მუდმივ გამოყენებას — მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ხშირად შეხვდებით რჩევებს მინაზე კარტოფილის ან კბილის პასტის წასმის შესახებ, ეს მეთოდები დროებითია, ტოვებს კვალს და დროთა განმავლობაში ხილვადობას აუარესებს კიდეც.

ბოლოს კი, საუკეთესო პრევენციული გამოსავალი სპეციალური სპრეის (მაგალითად, Rain-X) გამოყენებაა, რომელსაც ჰიდროფობიური თვისებები აქვს და ქმის უხილავ დამცავ ფენას, რომელიც ტენს მინაზე წვეთებად და ნისლად გადაქცევის საშუალებას არ აძლევს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები