Aa Aa
21 იანვარი 2021  |  10:56

არა... Rimac-ის ელექტრო ჰიპერქარის ყველა ეგზემპლარი არ გაყიდულა

Rimac-ის აღმასულებელმა დირექტორმა და დამაარსებელმა მათე რიმაცმა უარყო, რომ C_Two ჰიპერქარის ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია.

მან თავის „ფეისბუკ“ გვერდზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ჟურნალისტმა ორი წლის წინ კომპანიის გაყიდვების უფროსის სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.

მისი განცხადება, სავარაუდოდ, კორიცის Autocar-თან გაკეთებულ კომენტარს ეხება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „150 ეგზემპლარიდან თითქმის ყველა გაყიდულია“.

პოსტში რიმაცმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო. მისი თქმით, Rimac-ი ჯერ კიდევ პატარა, ნაკლებად ცნობილი ბრენდია და მყიდველებს არ სურთ C_Two-სთვის დეპოზიტის განთავსება, სანამ მას საკუთარი თვალით არ ნახავენ და გამოცდიან.

„მყიდველები დაინტერესებულები არიან ჩვენი ავტომობილით, მაგრამ ჯერ უნდათ იმის ნახვა, რა გამოგვიგვა. მათ ჯერ მისი გამოცდა და შეფასებების მოსმენა უნდათ“.

Rimac-მა C_Two 2018 წლის ჟენევის ავტოშოუზე წარმოგვიდგინა. რიცხვებმა ყველა მოაჯადოა. 1914 ცხენის ძალა! 0-100კმ/სთ-მდე 2 წამზე ნაკლებ დროში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 415კმ/სთ.

ჟენერვის ავტოშოუზე მხოლოდ კონცეპტი ვიხილეთ. C_Two საბოლოო სახელიც კი არ არის. ბოლო რამდენიმე წელია რიმაცი პროტოტიპებს ამოწმებს. კომპანიას არ სურს, პროტოტიპები პოტენციურ კლიენტებს გამოაცდევინოს. ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ ავტომობილი წარმოებამდელ ვერსიამდე მივა.

როცა წარმოება დასრულდება Rimac-ს სამი ავტომობილი ეყოლება, რომლებსაც მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენებს. პოტენციურ კლიენტებს C_Two-ს გამოცდის უფლებას მისცემს.

გაზიარება: