Aa Aa
26 იანვარი 2021  |  11:08

American Auto: NBC ავტოსამყაროზე კომედიურ სერიალს გადაიღებს

ახალ კომედიურ სერიალზე რას იტყოდით?

ავტოინდუსტრია დრამის ჟანრის ფილმებისთვის კარგი წყაროა, მაგრამ კომედია? ვნახოთ... NBC ავტოსამყაროს აღმასრულებელ დირექტორებზე კომედიურ სერიალს გადაიღებს.

"American Auto" დეტროიტში დაარსებულ წარუმატებელ კომპანიაზე იქნება, რომელიც კონკურენტუნარიან ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს. პირველი სეზონი 2021-2022 წლებში გამოვა, თუმცა, პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

სერიალს ჯასტინ შპიცერი გადაიღებს, რომელიც NBC-ის რამდენიმე სერიალის შემქმნელია. სერიალში Payne Motors-ის აღმასრულებელი დირექტორის როლს ანა გასტიერი შეასრულებს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორის მერი ბარას ანალოგია.

პირველი საცდელი სერია 2020 წლის თებერვალში უნდა გადაეღოთ, თუმცა, კორონავირუსის გამო, გადაღებები გადაიდო. მართალია, სერიალებში "The Dukes of Hazzard," ან "The A-Team" ავტომობილებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მაგრამ პირველადაა, როცა სერიალი მთლიანად ავტოინდუსტრიაზე ფოკუსირდება.

ავტოინდუსტრიაზე ბევრი ფილმი არსებობს, მაგრამ ისინი ძირითადად დოკუმენტურია. ავტოსამყაროს კომედიურ ჟანრში დანახვა ძალიან სახალისო უნდა იყოს.

გაზიარება: