Aa Aa
6 მარტი 2021  |  11:48

2025 წელს წესების ცვლილებამ შესაძლოა Porsche-ს ან Audi-ს ფორმულა 1-ს კარი გაუღოს

Volkswagen Group-ის ბრენდი ფორმულა 1-ში?

VW Group-ში ბოლოს ფორმულა 1-ზე 2017 წელს ალაპარაკდნენ, როცა Porsche-ს ძრავის მიმწოდებლად დაბრუნება სურდა.  

VW Group-ი ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე ახლაც სერიოზულად ფიქრობს, ოღონდ ამას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. მეტად სავარაუდოა, რომ ეს 2025 წელს ახალი რეგულაციების მიღების შემდეგ მოხდება. 

„Porsche და Volkswagen Group-ი რეგულაციების ცვლილებებს ყურადღებით აკვირდება. ეს ეხება 2025 წელსაც, როცა ძრავის ახალი რეგულაციები შემოვა“. - ამბობს Porsche-ს ავტოსპორტის განყოფილების ვიცეპრეზიდენტი ფრიც ერცინგერი.

2025 წლის ცვლილებები ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც 2014 წელს V6 ჰიბრიდული ძრავების შემოტანა იყო. ორგანიზატორები ხარჯების და გამონაბოლქვის შემცირებაზე არიან ორიენტრებულები. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ძრავის სიძლიერეზე და კონკურენტუნარიანობაზე.

Porsche-ს ყველაზე მეტად ფორმულა 1-ში მდგრადი საწვავის შემოტანის საკითხი აინტერესებს. კომპანია სინთეტიკურ საწვავზე უკვე მუშაობს.

ფრიც ერცინგერი

თუ ეს მოხდება, ერცინგერის თქმით, VW Group-თან ერთად ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, კი ჯერ ცნობილი არაა VW Group-ი ფორმულა 1-ში კარიერისთვის AUDI-ს აირჩევს, თუ Porsche-ს.

თუ ეს მოხდება, მათი ძრავის ნახვას Ferrari-ს ან Mercedes-Benz AMG-ს გუნდის ბოლიდებში არ უნდა ველოდოთ. VW Group-ი მოლაპარაკებებს Red Bull Racing-თან, McLaren-სა და Williams-თან აწარმოებს.

McLaren-ს და Williams-ს ამჟამად Mercedes-ი ამარაგებს. Red Bull-ს კი Honda-ს ძრავა აქვს. 2025 წელს ახალი რეგულაციების გაცნობის შემდეგ, სავარაუდოდ, მათ ახალი მომმარაგებელი დასჭირდებათ. ჰორნერის თქმით, მისი გუნდი ავტომწარმოებლეთან თანამშრომლობისთვის ღიაა.

თუმცა, არც McLaren-ი და Williams-ი უნდა გამოვრიცხოთ. Williams-ის გუნდის აღმასრულებელ დირექტორ იოსტ კაპიტოს Porsche-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

McLaren-ის გუნდის ხელმძღვანელი ანდრეას ზაიდლი კი ადრე Porsche-ს ავტოსპორტის დივიზიის ხელმძღვანელიც იყო და World Endurance Championship-ში წარმატებულ LMP1-ზე მუშაობდა.  

ასე რომ, VW Group-ის ბრენდის ძრავის მიღების შანსი სამივე გუნდს აქვს. ფორმულა 1-ს კი ავტომწარმოებლების მრავაფეროვნება ნამდილად არ აწყენდა.

გაზიარება: