Aa Aa
30 მაისი 2021  |  13:01

8 საუკეთესო განგსტერული ავტომობილი

სერიოზული ავტომობილები სერიოზული ხალხისთვის.

გიფიქრიათ ბიუჯეტური იმპერიის შექმნაზე, მაგრამ სასურველ პატივისცემას მაინც ვერ იღებთ?

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი Toyota Prius-ი მარტივად მოსავლელი და უბრალოდ ეკონომიური ავტომობილია, მისი თანხლებით რომელიმე დაჯგუფებაში გამოჩენა ნამდვილად სასაცილო იქნება. თუმცა, ნუღარ შეგეშინდებათ. ქვემოთ ტოპ 8 ავტომობილს წარმოგიდგენთ, რომელიც თქვენს სტატუსსა და ხასიათს ხაზს გაუსვამს, ირგვლივმყოფებს კი აჩვენებს ვინ არის „ბოსი.“

8. Jaguar XJ6


დიახ. ბრიტანეთში ამ ავტომობილის შეძენა 750 ფუნტიდან შეიძლება. ამ ფასად თქვენ მინიმუმ ფილ მიჩელის სტატუსს იყიდით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს “Jaaag-ია“, რაც თავისთავად მოლოდინს ქმნის, რომ ავტომობილიდან სერიოზული პიროვნება დაძაბული სახით უნდა გადმოვიდეს.

გეტყვით იმასაც, რომ ამ XJ6-ს საბარგულში არა ერთი, არამედ რამდენიმე გვამიც თავსდება. თანაც კომფორტულად.

7. Mercedes-Benz S-Class


ამ საქმისთვის Mercedes-Benz-ის ერთი მოდელის შერჩევა საკმაოდ რთულია. თუმცა, ფაქტი ერთია - ეს S-Class-ი უნდა იყოს. 1978-წლიდან დღემდე გამოშვებული ნებისმიერი S-Class-ი ხალხის ყურადღებას ყველგან მიიპყრობს.

W220-ის კოდური სახელით ცნობილი მოდელი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მანქანაა ამ სიაში. მისი შეძენა საქართველოში დღეს 3000$-ადაც შეიძლება, რაც ნიშნავს, რომ ოქროს საათებისა და შავი სათვალეებისთვის საკმარისი ფულიც დაგრჩებათ.

6. BMW 7 Series (e38)

უამრავი ავტომოყვარულისთვის e38 7 Series-ი ყველაზე მიმზიდველი სედანის ტიპის მანქანაა. ასეთი სტატუსის მქონე ავტომობილის 3500$-ად შეძენა კი უკვე კრიმინალი გახლავთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის 4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. მაშინ, როდესაც პრობლემის მოსაგვარებლად შავი e38-ით გამოჩნდებით, თავდაჯერებულობა ყველა თქვენს წინააღმდეგ განწყობილ განგსტერს გაუქრება.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი რეპერი “2Pac-ი“ 1996 წლის BMW 7 Series-ში ჩაცხრილეს. ეს ფაქტი კი, უამრავი ადამიანისთვის, ამ ავტომობილის მიმართ რომანტიკას აღძრავს.

სამწუხაროდ, კარგ მდგომარეობაში მყოფი E38-ის შეძენა დღეს სირთულეს წარმოადგენს. დროთა განმავლობაში კი ეს შეუძლებელიც იქნება. იჩქარეთ!

5. Chrysler 300C


გეთანხმებით! ეს საუკეთესო ავტომობილი არ არის, თუმცა, მისი ასაკისა და ვიზუალის გამო ის სიაში მეხუთე ადგილს იმსახურებს. განსაკუთრებით მაშინ თუ ის თეთრი ფერისაა, რადგან ასე უფრო მეტ მდიდრულობას ასხივებს.

300C სვლის კომფორტითა და კარგი ხმის იზოლაციით გამოირჩევა, რაც 4000$-იანი ამერიკული ავტომობილისთვის უდაოდ დასაფასებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ მანქანებში არც თუ ისე კარგად გარკვეულ განგსტერებს შესაძლოა ის Rolls-Royce-შიც კი შეეშალოთ. რა თქმა უნდა ასეთი ბევრია.

4. BMW X5


კლასიკა! და პირველი SUV-იც სიაში! BMW e53 X5 პოპულარობას გამოსვლის დღიდან არ უჩივის. ყველაზე გამორჩეული ვერსია კი 4.8is-ი გახლავთ. ეს გრუხუნა SUV-ი მძლავრიცაა და ბოროტებასაც ასხივებს.

წლებმა ავტომობილის სტატუსს ვერაფერი დააკლო, თუმცა ფასმა საკმაოდ დაიწია. 4.8is-ი დღესაც ფასობს, თუმცა, განგსტერული საქმიანობისთვის საჭირო მდგომარეობაში მყოფ X5-ს დღეს 4000$-ად უპრობლემოდ შეიძენთ.

3. Land Rover Defender


სიაში Mercedes-Benz G-Wagon-ი აუცილებლად უნდა შეგვეყვენა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მხოლოდ იაფიან განგსტერულ ავტომობილებს მიმოვიხილავთ. სწორედ ამიტომ, Defender-ი ამ საქმისთვის იდეალურია.

ამ მოდელის შეძენა მარტივი არ გახლავთ, თუმცა პოვნის შემთხვევაში 6000$-დან ზემოთ აუცილებლად უნდა გაამზადოთ. რაც ყველაზე მთავარია, Defender-ისთვის ბევრი არაქარხნული ნაწილია გამოსული, რომელიც უგზოობის დიდოსტატს უფრო სოლიდურს გახდის. ვერ გეტყვით, რომ ქალაქში გადაადგილება კომფორტული იქნება, მაგრამ ეს მთავარი არაა. თქვენი Defender-ი ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ შიშის ზარს ყველას სცემდეს. 

2. Rolls Royce Silver Spirit

და აი ნამდვილ Rolls Royce-მდეც მივედით. პირდაპირ გეტყვით - ამ ავტომობილს საქართველოში ვერ შეიძენთ. ის ქვეყანაში შემოსაყვანად უცხოურ ვებ-გვერდებზე უნდა მოძებნოთ. Silver Spirit-ის ბრიტანულ ბაზარზე შეძენა 5000 ფუნტ სტერლინგადაა შესაძლებელი.

წარმოიდგინეთ წვიმიანი დღე, როდესაც თქვენ საცხოვრებელ რაიონში Rolls Royce-ით გამოჩნდებით, შავი ქოლგით გადმოხვალთ, პიჯაკის საყელოს გაისწორებთ და სახლისკენ კორლეონეს საფირმო ამობრუნებული ტუჩებით გაეშურებით. დაგბურძგლათ არა?

1. Bentley Arnage T


ამ ავტომობილის ღირებულება განგსტერების ბიუჯეტს სცდება, თუმცა განსტერებსაც ჰყავთ „ბოსები“. ეს კი მათთვის იდეალური მანქანა იქნება. Bentley Arnage T-ის მფლობელს ნებიერ წრეში სასურველ პატივს სცემენ და ირგვლივ მუდმივი მოწიწება დაისადგურებს.

ფასი? საუკეთესო შემთხვევაში Arnage T-ი 20 000 ამერიკული დოლარი ღირს. ამ თანხის შეგროვება კი დაბალი რანგის განგსტერებს არამგონია გაუჭირდეთ.

გაზიარება: