Aa Aa
19 ივნისი 2021  |  11:36

კენ ბლოკი Ford Hoonitruck-ს $1.1მილიონად ყიდის

მას Le Mans-სპეც Ford GT ძრავა აქვს.

2021 წლის დასაწყისში საბურავების საუკეთესო გამნადგურებელმა გულშემატკივრებს განუცხადა, რომ Ford-თან მრავალწლიან თანამშრომლობას ასრულებს. მას შემდეგ ის gymkhana-ს ავტომობილებს ყიდის. ახლა კი გასაყიდად ავტომობილი გამოაქვს, რომელიც სავარაუდოდ ყველაზე ძვირიანი F-150 იქნება.

დიახ, Hoonitruck-ი იყიდება! 1977 წლის Ford F-150 ბლოკის ხელში 2018 წელს აღმოჩნდა და SEMA-ს ავტოშოუშიც მონაწილეობდა. ამ ავტომობილს 1977 წლის მოდელის მხოლოდ გარეგნობა აქვს. სინამდვილეში თავიდან ბოლომდე ხელახლა აწყობილია. კაპოტის ქვეშ 3.5-ლიტრიანი EcoBoost V6 ძრავაა, რომელიც Ford GT Le Mans სარბოლო ავტომობილიდან გადმოიტანეს. ის 914 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Sadev-ის გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანია და ძალას ოთხივე თვალს აწვდის.

Hoonitruck-ი ახლა მიჩიგანში იყიდება და მისი ფასი $1.1მილიონია. მას ბევრი დამატებითი ნაწილი მოჰყვება: პანელები, მაშუქები, დაკიდების სისტემის ნაწილები, დისკები და ა.შ.

ნათელია, რომ Fox Body Hoonifox Mustang-ის პროექტი აღარ არსებობს. Hoonicorn Mustang-ი კი განშორების შემდეგ Ford-ს ერგო. კენ ბლოკი კი 2021 წლის აპრილში სცენაზე Subaru-თი დაბრუნდა. ის American Rally Association სერიებში WRX STI-თ მონაწილეობს.

გაზიარება: